Iydu

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო ახალგაზრდა დემოკრატიული კავშირი (ინგლ. International Young Democrat Union) — საერთაშორისო ახალგაზრდა დემოკრატიული კავშირი (IYDU) არის მემარჯვენე ცენტრისტული ახალგაზრდული ორგანიზაციების გლობალური გაერთიანება, რომელიც თავდაპირველად დაარსებულ იქნა 1981 წელს, ხოლო ხელმეორედ - 1991 წელს. საერთაშორისო ახალგაზრდა დემოკრატიულ კავშირში ამჟამად გაერთიანებულია 127 სრული და დამკვირვებელი წევრი ორგანიზაცია 80-ზე მეტი ქვეყნიდან და წარმოადგენს საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის (IDU) ახალგაზრდულ ორგანიზაციას. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ნორვეგიის ქ. ოსლოში. საერთაშორისო ახალგაზრდა დემოკრატიული კავშირის ძირითადი ღირებულებებია: დემოკრატია, ადამიანის უფლებები, თავისუფალი ბაზარი და თავისუფალი ვაჭრობა. ორგანიზაციის ერთ-ერთ უმთავრესი მიზანია შეამციროს სახელმწიფო ინტერვენციონიზმი და შეაკავოს სოციალიზმის გავრცელება მსოფლიოში. ამასთან, ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის საქმიანობაში. IYDU-ის წევრობა მეტად მნიშვნელოვანია მსგავსი იდეოლოგიისა და ღირებულებების მქონე პარტიებისთვის მათ შორის გამოცდილების გაზიარების, თანამშრომლობის განმტკიცებისა და ორგანიზაციის პრინციპების საკუთარ ქვეყნებსა თუ საქმიანობაში დანერგვის თვალსაზრისით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ორგანიზაციის მიერ ამჟამად წარმოებული კამპანია რელიგიური თავისუფლებისათვის და კამპანია მემარცხენე პოპულიზმის წინააღმდეგ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვეყნებს, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვან მხარდაჭერას საჭიროებენ.


მიზნები და პრინციპები

  • IYDU-ის მტკიცე რწმენაა, რომ მდგრადი და მტკიცე ხელისუფლება შესაძლოა არსებობდეს მხოლოდ ნამდვილი დემოკრატიისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების პირობებში.
  • IYDU-ის მტკიცე რწმენაა, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა იცხოვროს შიშისაგან თავისუფალ, არადისკრიმინაციულ საზოგადოებაში. რასობრივი, რელიგიური და გენდერული თანასწორობა წარმოადგენს ადამიანის იმ ძირითად ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომელთა გარეშეც ადამიანის უფლებების დაცვა წარმოუდგენელი ხდება. მხოლოდ თავისუფალი აზრის არსებობის პირობებში შეიძლება განვითარდეს ჭეშმარიტი დემოკრატია.
  • IYDU-ის მტკიცე რწმენაა, რომ თავისუფალი ბაზარი ქმნის თავისუფალ საზოგადოებას, რადგან მხოლოდ თავისუფალი ბაზრის პირობებში ყალიბდება სისტემა, რომელიც ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას, და იცავს ინდივიდის უფლებებსა და თავისუფლებებს.
  • IYDU ეწინააღმდეგება ქვეყნებს შორის სავაჭრო ბარიერების არსებობას, ვინაიდან მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ყალიბდება ეკონომიკური თავისუფლება. ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფალი ვაჭრობა არის ის, რის მეშვეობითაც შესაძლებელია სიღარიბის დამარცხება და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ერთი მილიარდი ადამიანის ცხოვრების დონის გაუმჯობესება.

ისტორია და სტრუქტურა საერთაშორისო ახალგაზრდა დემოკრატიულ კავშირში ამჟამად გაწევრიანებულია 127 ორგანიზაცია 80 ქვეყნიდან მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. ეს არის მემარჯვენე-ცენტრისტული ორიენტაციის პარტიები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული თავიანთი ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში.

  • IYDU-ს წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადგილობრივი, რეგიონალური ან საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც აღიარებს “პრინციპების დეკლარაციას” და მოწოდებულია დაიცვას ორგანიზაციის მიზნები და ღირებულებები. “პრინციპების დეკლარაცია” არის ორგანიზაციის დამფუძნებელი დოკუმენტი. IYDU დაფუძნებულ იქნა 1981 წელს ქ. ვაშინგტონში, აშშ. ორგანიზაციის უმაღლესი მმართველი ორგანო არის ყრილობა (Council), რომლის შემადგენლობაშიც შედიან ორგანიზაციის მფარველი, ოფიცრები და წევრი ორგანიზაციები. ყრილობის პრეროგატივაა აირჩიოს ოფიცრები და მოისმინოს მათი და წევრი ორგანიზაციების ანგარიშები. აღმასრულებელი საბჭო (Executive Board) ახორციელებს ორგანიზაციის ყოველდღიური სამიანობის კოორდინაციას და მონიტორინგს, ასევე პასუხისმგებელია ბიუჯეტზე.

IYDU-ს პირველი თავმჯდომარე იყო ელმარ ბროკი – ამჟამად ევროპარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ამჟამად ორგანიზაციის თავმჯდომარეა არის კალაფატისი (საბერძნეთი). ორგანიზაცია ყოველწლიურად მართავს შემდეგ ღონისძიებებს: ყრილობა, თავისუფლების ფორუმი, საბჭოს სხდომები და სასწავლო ვიზიტები.

ბოლო ყრილობა გაიმართა ავსტრალიაში, ქ. სიდნეი. თავისუფლების ფორუმი იმართება ყოველ წელს ივნისის თვეში. ბოლო წლებში ფორუმი გამართულ იქნა საქართველოში, ქ. ბათუმი 2010; კოლუმბიაში, ქ. ბოგოტა 2011; მაროკოში, ქ. რაბათი 2012. 2012 წლიდან საერთაშორისო ახალგაზრდა დემოკრატიული კავშირი ახორციელებს არჩევნების დაკვირვებას სხვადასხვა ქვეყნებში. პირველი სადამკვირვებლო მისია განხორციელდა საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით.

საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი (International Democrat Union)[რედაქტირება]

IYDU- ის მშობელი ორგანიზაცია საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი (IDU) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებულია მსოფლიოს 80-ზე მეტი კონსერვატიული, ქრისტიან-დემოკრატიული და მსგავსი იდეოლოგიის მქონე სხვა ცენტრისტული და მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტიები. საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი შეიქმნა 1983 წელს. მისი დამფუძნებლები იყვნენ მარგარეთ თეთჩერი, ჯორჯ ბუში უფრ., ჟაკ შირაკი, ჰელმუტ კოლი და სხვ.


Chairmen[რედაქტირება]

Name Years Country Organisation
Elmar Brok 1981–1983 გერმანიის დროშა Germany Junge Union
Mark Heywood 1992–1994 ავსტრალიის დროშა Australia Young Liberals
Tony Zagotta 1994–1998 აშშ-ის დროშა United States College Republicans
Andrew Rosindell 1998–2002 გაერთიანებული სამეფოს დროშა United Kingdom Conservative Future
Shane Frith 2002–2004 ახალი ზელანდიის დროშა New Zealand Young Nationals
Donald Simpson 2004–2006 გაერთიანებული სამეფოს დროშა United Kingdom Conservative Future Scotland
Peter Skovholt Gitmark 2006–2008 ნორვეგიის დროშა Norway Young Conservatives
Tim Dier 2008–2010 გაერთიანებული სამეფოს დროშა United Kingdom Conservative Future
Daniel Walther 2010 – 2012 გერმანიის დროშა Germany Junge Union
Nicolas Figari 2012 – 2012 ჩილეს დროშა Chile Juventud Union Democrata Independiente
Aris Kalafatis 2012 – current საბერძნეთის დროშა Greece ONNED

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Iydu&oldid=2457825“-დან