Garden Party (სიმღერა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Garden Party“
სინგლი  - Marillion
ალბომიდან Script for a Jester's TearScript for a Jester's Tear
B-მხარე Charting The Single (საკონცერტო)
Margaret (საკონცერტო)
გამოსვლის თარიღი 6 ივნისი, 1983
ფორმატი გრამფირფიტა (7"), გრამფირფიტა (12")
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 4 წთ 35 წმ (7"); 7 წთ 15 წმ (12")
ლეიბლი EMI
პროდიუსერი ნიკ ტოუბერი
Marillion სინგლების ქრონოლოგია
He Knows You Know
(1983)
Garden Party
(1983)
Punch and Judy
(1984)
1986 წლის სინგლის ყდა
1986 წლის სინგლის ყდა

Garden Party — ჯგუფ Marillion-ის სინგლი ალბომიდან Script for a Jester's Tear. ბრიტანულ ჩარტში მან 16-ე პოზიციამდე მიაღწია.

სტუდიურ ვერსიაში სიტყვების I'm rucking მაგივრად ფიში მღერის I'm fucking. სინგლის ვერსიისათვის სტრიქონი შეცვლილი იქნა I'm miming-ზე. გადაცემაში Top of the Pops მისი შესრულების დროს ფიში დემონსტრაციულად არ აღებდა პირს და ტუჩებზე თითს იდებდა.

ხალხური სიმღერის Margaret ცოცხალი ვერსია ჩაწერილია 1983 წლის 7 აპრილს, ედინბურგში (შოტლანდია).

Charting the Single ჩაწერილი იქნა 1983 წლის 18 აპრილს, ლონდონის ჰამერსმით ოდეონში. იგივე კონცერტი მოგვიანებით გამოვიდა ვიდეოჩანაწერის Recital of the Script სახით, თუმცა ეს სიმღერა სრულ ვერსიაში შეტანილი არ არის.

სიმღერები[რედაქტირება]

7" ვერსია[რედაქტირება]

  1. Garden Party (მოკლე ვერსია) - 4:29
  2. Margaret (მოკლე ვერსია) - ცოცხალი: ედინბურგი, 7 აპრილი, 1983 - 4:09

12" ვერსია[რედაქტირება]

  1. Garden Party - 7:11
  2. Charting the Single (ცოცხალი): ჰამერსმით ოდეონი, 18 აპრილი, 1983 - 6:30
  3. Margaret (მოკლე ვერსია) - ცოცხალი: ედინბურგი, 7 აპრილი, 1983 - 12:17

კომპაქტ-დისკი[რედაქტირება]

  1. Garden Party 7 (მოკლე ვერსია) - 4:29
  2. Margaret (მოკლე ვერსია) - ცოცხალი: ედინბურგი, 7 აპრილი, 1983 - 4:09
  3. Garden Party (ალბომის ვერსია) - 7:15
  4. Charting the Single (ცოცხალი): ჰამერსმით ოდეონი, 18 აპრილი, 1983 - 6:30
  5. Margaret (სრული ვერსია) - ცოცხალი: ედინბურგი, 7 აპრილი, 1983 - 12:17

1986 წლის გამოცემა[რედაქტირება]

1986 წელს ასევე გამოვიდა Welcome to the Garden Party. იგი გამოიცა მხოლოდ გერმანიაში, ჯგუფის ევროპული ტურნეს მსვლელობისას და მის მხარდასაჭერად. საგულისხმოა, რომ სინგლის გამოცემები განსხვავდება იმით, რომ 7" ვერსიაში წარმოდგენილია სიმღერების სტუდიური, ხოლო 12" ვერსიაში - ცოცხალი ვერსიები.

სიმღერები[რედაქტირება]

7" ვერსია[რედაქტირება]

  1. Garden Party - 4:26
  2. Market Square Heroes - 1982 წლის ვერსია - 3:40

12" ვერსია[რედაქტირება]

  1. Garden Party - ლესტერი, ინგლისი, 5 მარტი, 1984, ცოცხალი ვერსია - 4:10
  2. Kayleigh - ჰამერსმით ოდეონი, ლონდონი, ინგლისი, 9-10 იანვარი, 1986 - 3:53
  3. Script for a Jester's Tear - ჰამერსმით ოდეონი, ლონდონი, ინგლისი, 9-10 იანვარი, 1986 - 8:50

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება]

სიმღერის მუსიკალურ ვიდეოში გადაღებულია ენდი უორდი, თუმცა დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს მიკ პოინტერი. ფიში, მარკ კელი, პიტ ტრევავასი და ენდი უორდი ასრულებენ სოფლელი ბიჭუნების როლს, რომლებიც უფუჭებენ წვეულებას მაღალი ფენების წარმომადგენლებს. სტივ როზერიმ გადაღებამდე უარი თქვა წვერ-ულვაშის გაპარსვაზე, ასე რომ მას მისცეს მღვდლის როლი.