სტივ ჰოგართი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტივ ჰოგართი
Hogarth2.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რონალდ სტივენ ჰოგართი
მეტსახელი ჰ (h)
დაბ. თარიღი 14 მაისი, 1959 (1959-05-14) (55 წლის)
წარმოშობა კენდალი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
ჟანრ(ებ)ი არტ როკი, პროგრესული როკი
საქმიანობა მუსიკოსი, მომღერალი,
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, ფორტეპიანო
აქტიური 1980–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Racket Records
ასოციაციები The Europeans
How We Live
Marillion
საიტი stevehogarth.com

სტივ ჰოგართი (ნამდვილი სახელი - რონალდ სტივენ ჰოგართი, დაბადებული კენდალში, ვესტმორლენდში, ასევე ცნობილი როგორც 'ჰ', h) — ინგლისური როკ-ჯგუფ Marillion-ის ვოკალისტი 1989 წლიდან. იგი ასევე იყო ჯგუფების The Europeans და How We Live მუსიკოსი.

კარიერა[რედაქტირება]

1987 წელს ჯგუფის How We Live ალბომი Dry Land არც თუ კარგად იყიდებოდა და დიდი ჩავარდნა იქონია. თავდაპირველად ჰოგართს სურდა მუსიკის სამუდამოდ დატოვება, მაგრამ მეგობარმა, დერილ უეიმ, ურჩია თავისი ფირის Marillion-ისათვის გაგზავნა, რომელიც ამ დროს უკვე ეძებდა სხვა ვოკალისტს, რადგან ფიში, მათი წინა ვოკალისტი, სოლო-კარიერით დაკავდა.

Marillion-ის წევრებმა მოიწონეს ჰოგართი. თუმცა ჯგუფში მის გამოჩენამდე გარკვეული დრო გავიდა, რადგან ამასობაში The The-ს შეუერთდა.

Marillion-თან ერთად ჰოგართი აქტიურად იწერდა ალბომებს, პარალელურად კი საკუთარ პროექტებზე მუშაობდა. ეს იყო როგორც სოლო-ალბომები, ასევე მისი საკუთარი ჯგუფი The H-Band. თუმცა, დღეისათვის იგი უფრო ცნობილია, როგორც Marillion-ის წევრი.

Marillion-ში მოღვაწეობის პირველივე პერიოდში ჰოგართი ხშირად ასრულებდა ფიშთან ერთად დაწერილ ჯგუფის სიმღერებს, თუმცა მოგვიანებით მსმენელი მიეჩვია ჯგუფის ახალ მუსიკალურ მასალას. მიუხედავად ამისა, დრო და დრო იმართება კონცერტები, სადაც სრულდება ძველი სიმღერებიც.

სოლო დისკოგრაფია[რედაქტირება]

მოწვეული სტუმრის სახით[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]