Anoraknophobia (ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Anoraknophobia
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 15 მაისი, 2001
ჩაიწერა The Racket Club, ეილსბერი, 2000/2001
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 1:03:40 (1 დისკიანი გამოცემა)
1:23:57 (2 დისკიანი გამოცემა)
ლეიბლი Intact/Liberty Records (ინგლისი)
პროდიუსერი დეივ მიგანი
Marillion — ქრონოლოგია
marillion.com
(1999)
Anoraknophobia
(2001)
Anorak in the UK
(2002)
სინგლები ალბომიდან Anoraknophobia
  1. „Between You And Me“
    გამოცემის თარიღი: 2001
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3/5 stars[1]
Classic Rock4/5 stars[2]
Kerrang!4/5 stars[3]

Anoraknophobiaბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის მეთორმეტე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა ბრიტანეთში 2001 წლის 15 მაისს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილო-ამერიკული ტურნეს წარმატების შემდეგ ჯგუფმა თავად შესთავაზა ფანებს ალბომის ჩაწერის დაფინანსება, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო მუსიკალურ სამყაროში. ეს მოხდა ალბომის ჩაწერამდე დიდი ხნით ადრე. 12.500-ზე მეტმა ფანმა წინასწარ შეუკვეთა დისკი. ყველამ, ვინც შეუკვეთა ჯგუფის ალბომი, მიიღო სპეციალური ორდისკიანი გამოცემა, დამატებული ბონუს-ტრეკებით.

კომპოზიცია Between You And Me გამოვიდა ცალკე სინგლის სახით და იყიდებოდა მხოლოდ ჯგუფის ოფიციალური საიტის მეშვეობით. მისი რემიქსი მარკ კელიმ ჩაწერა.

ალბომის სახელწოდება არის სიტყვების anorak და არახნოფობია თამაში. anorak არის კაპიუშონიანი ტანისამოსი. არახნოფობია ობობების შიშს ნიშნავს. ალბომის გარეკანზე გამოსახულია კაცუნები სერიალის South Park გმირების სტილში.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა ტექსტის ავტორი — სტივ ჰოგართი, გარდა „Map of the World“-ის (ჰოგართი და ნიკ ვან ეედე); მუსიკა — Marillion.

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Between You and Me“6:27
2.„Quartz“9:08
3.„Map of the World“5:01
4.„When I Meet God“9:16
5.„The Fruit of the Wild Rose“6:58
6.„Separated Out“6:15
7.„This Is the 21st Century“11:05
8.„If My Heart Were a Ball It Would Roll Uphill“9:30
საერთო ხანგრძლივობა:63:31
  • მითითებულია დამატებითი დისკის მხოლოდ აუდიონაწილის საერთო ხანგრძლივობა.

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიმღერაში Separated Out ჟღერს ფრაზები ფილმიდან „მახინჯები“ (1932)
  • If My Heart Were a Ball It Would Roll Uphill - სტივ ჰოგართის თქმით, აქ საუბარია შეშლილ გულზე, რომელიც არ ემორჩილება ფიზიკის კანონებს.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]