Incommunicado

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Incommunicado“
სინგლიMarillion
ალბომიდან Clutching at Straws
A-მხარე Incommunicado
B-მხარე Going Under
გამოსვლის თარიღი 1987
ჩაიწერა 1987
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 6:44 (7 სინგლი), 13:58 (12, კომპაქტ დისკი)
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
პროდიუსერი კრის კიმსი, მარილიონი
Marillion — სინგლების ქრონოლოგია
„Lady Nina“
(1986)
Incommunicado
(1987)
„Sugar Mice“
(1987)

Incommunicado“ — ბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის 1987 წლის სინგლი ალბომიდან Clutching at Straws.

სიმღერამ უდიდესი წარმატება იქონია ბრიტანული სინგლების ჩარტში და იქცა ჯგუფის რიგით მესამე ჰიტ-სინგლად, რომელიც მოხვდა წარმატებული სიმღერების 10-ეულში.

„Incommunicado“ თავისი სტილით არის სწრაფი რითმის მქონე სიმღერა, რომელშიც მრავალჯერ მეორდება მისამღერი და გამოკვეთილია სინთეზატორის ჟღერადობა, სიმღერის Market Square Heroes მსგავსად. სინგლების ვერსიებში ასევე მცირე განსხვავებებიც არის - დამატებული ხმოვანი ეფექტებისა და ხანგრძლივობის მხრივ. სინგლის მეორე მხარეს წარმოდგენილია სიმღერა Going Under, რომელიც პირველად მხოლოდ ალბომის Clutching at Straws კომპაქტ-დისკის ვერსიაში გამოიცა, თუმცა, განსხვავებული სახით. ორივე სიმღერის არანჟირება ჯგუფს ეკუთვნის, ხოლო პროდიუსერი კრის კიმსი არის.

სინგლის გარეკანზე გამოტანილ ფოტოსურათის გადაღებაში მონაწილეობა მიიღეს ჯგუფის მოყვარულებმა, რომლებიც სპეციალურად ამისათვის ინგლისის ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

7" ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Incommunicado (სინგლის ვერსია) – 4:00
  2. Going Under – 2:44

12" ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Incommunicado (ალტერნატიული მიქსი) – 5:57
  2. Going Under – 2:44
  3. Incommunicado (ალბომის ვერსია) – 5:17

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Incommunicado&oldid=4587099“-დან