Market Square Heroes

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Market Square Heroes“
სინგლიMarillion
B-მხარე Three Boats Down From The Candy
Grendel
გამოსვლის თარიღი 25 ოქტომბერი, 1982 (ბრიტანეთი)
ჩაიწერა 1982
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 8:52 (7"), 26:07 (12")
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
პროდიუსერი დევიდ ჰიჩკოკი
Marillion — სინგლების ქრონოლოგია
Market Square Heroes
(1982)
„He Knows You Know“
(1983)

Market Square Heroesბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის სიმღერა და სადებიუტო სინგლი. გამოიცა 1982 წლის 25 ოქტომბერს. 2500 ასლის ოდენობით ჯგუფის მოყვარულთა კლუბისათვის გამოიცა სპეციალური, სურათიანი დისკი.

სიმღერების შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Market Square Heroes — თავდაპირველად ამ კომპოზიციას ერქვა UB 2000001. სიმღერა ეძღვნება კრიზისის პირობებში სახალხო უკმაყოფილებას და მზარდ უმუშევრობას. სიმღერის გმირი არის ბიჭუნა, რომელიც ოცნებობს რევოლუციონერად გადაქცევას. იგი ქარიზმატულია და ლიდერის თვისებებიც გააჩნია, მაგრამ კონკრეტული მიზნები არ აქვს, მხოლოდ უკმაყოფილებისა და ბოღმის გრძნობა ავსებს. სიმღერის რადიო-ვერსიაში სიტყვა antichrist შეცვლილი იქნა ფრაზით battle priest.[1]
  • Three Boats Down from the Candy — ამ სიმღერაში ვოკალისტი ფიში იხსენებს ბრაიტონს, სადაც მისთვის აბსოლუტურად უცნობ გოგონასთან სექსით ერთობოდა. მუსიკოსის იხსენებს, რომ იმ ადგილის დამახსოვრება მისთვის აუცილებელი იყო, ასე რომ ირგვლივ ყველაფერი შეათვალიერა და დაინახა ნავები. ერთ-ერთ მათგანს ეწერა Candy.
  • Grendel — ამა თუ იმ ვერსიის სახით, ეს კომპოზიცია ჯგუფის არსებობის უფრო ადრეული ეტაპიდან არსებობდა, მაგრამ ერქვა The Tower. ფიშმა მისთვის ახალი ტექსტი შექმნა, როდესაც წაიკითხა ჯონ გარდნერის წიგნი ’გრენდელი’. თავად ამ წიგნში გადმოცემულია ანგლო-საქსონური ეპოქალური პოემის ბეოვულფი შინაარსი, დანახული მონსტრი გრენდელის თვალებით.

სიმღერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

7" ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Market Square Heroes - 3:45
  2. Three Boats Down from the Candy - 4:33

12" ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Market Square Heroes - 4:15
  2. Three Boats Down from the Candy - 4:33
  3. Grendel - 17:40

CD[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Market Square Heroes - 4:15
  2. Three Boats Down from the Candy - 4:29
  3. Grendel - 17:14

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-31. ციტირების თარიღი: 2012-06-02.