Real Love (ჯონ ლენონის სიმღერა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Real Loveჯონ ლენონის მიერ დაწერილი სიმღერა. 1979 და 1980 წელს ჩაიწერა მისი ექვსი დუბლი. მან ასევე შექმნა სიმღერა „Real Life“, რომელიც Real Love-ს შეუერთდა. 1988 წლამდე სიმღერას ყურადღებას არ უთმობდნენ, მაგრამ იგი მოხვდა დოკუმენტურ ფილმში „Imagine: John Lennon“.

შემდგომში სიმღერა გადამუშავდა ჯგუფ ბითლზის სამი დარჩენილი წევრის, პოლ მაკ-კარტნის, ჯორჯ ჰარისონისა და რინგო სტარის მიერ. 1995 წელს მათ მიერ ასევე დამუშავდა ლენონის კიდევ ერთი დაუსრულებელი სიმღერა, Free as a Bird. „Real Love“ გამოვიდა რამდენიმე ქვეყანაში ბითლზის სინგლის სახით 1996 წელს და მოხვდა ალბომში Anthology 2. ეს არის დღეისათვის ჯგუფის უკანასკნელი სინგლი, მოხვედრილი აშშ-ის საუკეთესო 40-ეულში.

„Real Love“ არ იქნა შეტანილი BBC-ს Radio 1-ის ეთერში, რამაც გამოიწვია როგორც ჯგუფის მოყვარულთა, ასევე ბრიტანეთის პარლამენტის კრიტიკა.

რინგო სტარი იხსენებდა, რომ სიმღერის ჩაწერის პროცესი რთული არ იყო, გამოიყურებოდა ბუნებრივად და ემოციურად. მისივე თქმით, ეს იყო დასასრული და ჯგუფს ბითლზის სახით არაფრის გაკეთება არ შეეძლო.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]