Deeper Underground

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Deeper Underground“
სინგლიJamiroquai
ალბომიდან Godzilla: The Album და Synkronized
B-მხარე „Deeper Underground“-ის რემიქსები
გამოსვლის თარიღი 13 ივლისი, 1998 (1998-07-13)
ჩაიწერა 1998
ჟანრი ფანკი
ხანგრძლივობა
  • 3:33 (რადიოს ვერსია)
  • 4:44 (ალბომის ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი
ავტორ(ებ)ი
პროდიუსერი რიკ პოუპი
Jamiroquai — სინგლების ქრონოლოგია
„High Times“
(1997)
Deeper Underground
(1998)
„Canned Heat“
(1999)

Deeper Underground“ — ბრიტანული ფანკ-ჯგუფ Jamiroquai-ს სიმღერა. იგი ჟღერს 1998 წლის ფილმში „გოძილა“ და შეტანილია ალბომების Synkronized დამატებაში და A Funk Odyssey-ის სპეციალურ გამოცემაში.

სიმღერა რამდენიმე ქვეყანაში იქცა ჰიტად, ყველად მეტად - ბრიტანეთში და იყო ჯგუფის პირველი და ერთადერთი სინგლი, რომელიც ამ ქვეყნის სინგლების ჩარტში #1 პოზიციას იკავებდა.[1]

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის მუსიკალური ვიდეოს რეჟისორია მაიკ ლიმპსკომბი. ვიდეო ნაწილობრივ გადაიღეს ესექსში, გრეის თეატრში. თავდაპირველად კადრში ჩანს კინოთეატრი, რომელშიც ხალხი ზის და ფილმს უყურებს. მოგვიანებით ეკრანიდან დარბაზში გოძილა გადმოდის და ქაოსს იწვევს. ყველაფერი ივსება წყლით, ხოლო ჯგუფის ლიდერი ჯეი კეი სკამის ზურგებზე დადის და სიმღერას მღერის. კინოთეატრში აგრეთვე ეცემა ვერტმფრენი და ტაქსის ავტომობილი. ვიდეოს ბოლოს აღმოჩნდება, რომ თავად ამ კატასტროფას სხვა კინოთეატრში ეკრანზე უყურებდნენ.

ვიდეოს მეორე ვერსიაში გოძილას სანაცვლოდ ჩნდება მამაკაცი, რომელიც ამსხვრევს აკვარიუმს და ტბორავს თეატრს. ვიდეოს ძირითადი ნაწილი პირველი ვერსიისგან არ განსხვავდება.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანული CD1 (666218 2)
  1. Deeper Underground (რადიოს ვერსია) – 3:33
  2. Deeper Underground (The Metro mix) – 6:59
  3. Deeper Underground (ინსტრუმენტული) – 4:44
ბრიტანული CD2 (666218 5)
  1. Deeper Underground – 4:44
  2. Deeper Underground (The Ummah mix) – 5:01
  3. Deeper Underground (S-Man Meets Da Northface Killa dub) – 9:02
ბრიტანული 12" სინგლი (665904 6)
  1. Deeper Underground (S-Man Meets Da Northface Killa dub) – 9:02
  2. Deeper Underground (The Ummah mix) – 5:01
  3. Deeper Underground (The Metro mix) – 6:59
  4. Deeper Underground (რადიოს ვერსია) – 3:33

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (1998) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალია 46
ავსტრია 28
ბელგია (ფლანდრია) 49
ბელგია (ვალონია) 20
ჰოლანდია 18
ფინეთი 8
საფრანგეთი 24
გერმანია[2] 30
ირლანდია[3] 9
იტალია[4] 4
ახალი ზელანდია 33
შვედეთი 44
შვეიცარია 9
ბრიტანეთის სინგლების ჩარტი[5] 1
აშშ Billboard-ის Hot Dance Club Songs[6] 22

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Roberts, David (2006). British Hit Singles & Albums, 19th, London: Guinness World Records Limited, გვ. 623. ISBN 1-904994-10-5. 
  2. Die ganze Musik im Internet. musicline.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-07. ციტირების თარიღი: 2014-04-01.
  3. Jaclyn Ward - Fireball Media Group. The Irish Charts - All there is to know. Irishcharts.ie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-03. ციტირების თარიღი: 2014-04-01.
  4. Hit Parade Italia - Indice per Interprete: J. Hitparadeitalia.it. ციტირების თარიღი: 2014-04-01.
  5. ChartArchive - The Chart Archive. Chartstats.com. ციტირების თარიღი: 2014-04-01.
  6. Jamiroquai - Chart history. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-07. ციტირების თარიღი: 2014-04-01.