Black Capricorn Day

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Black Capricorn Day“
სინგლიJamiroquai
ალბომიდან Synkronized
გამოსვლის თარიღი 2 თებერვალი, 2000
ჩაიწერა 1999
ჟანრი
ხანგრძლივობა
  • 5:43 (ალბომის ვერსია)
  • 3:42 (რადიოს ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი Sony Music
ავტორ(ებ)ი
  • ჯეი კეი
  • უოლის ბიუქენანი
  • დერიკ მაკ-კენზი
  • ტობი სმითი
პროდიუსერი რიკ პოუპი
Jamiroquai — სინგლების ქრონოლოგია
„King for a Day“
(1999)
Black Capricorn Day
(2000)
„I'm in the Mood for Love“
(2001)

Black Capricorn Day“ — ბრიტანული ფანკ-ჯგუფ Jamiroquai-ს სიმღერა და სინგლი. გამოვიდა 2000 წელს, მხოლოდ იაპონიაში, როგორც მეხუთე და უკანასკნელი სინგლი ჯგუფის მეოთხე სტუდიური ალბომიდან Synkronized. იაპონიის ცხელ ასეულში სიმღერამ #14 პოზიცია დაიკავა. სინგლში აგრეთვე შეტანილია „Canned Heat“-ის და „Supersonic“-ის რემიქსები. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის ვიდეო შესულია High Times: Singles 1992–2006-ის ბრიტანულ DVD-ში, თავად ბრიტანეთში სინგლი არ გამოსულა.

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის ოფიციალურ მუსიკალურ ვიდეოში ჯგუფის ლიდერი ჯეი კეი ქუჩაში პოულობს პლაკატებს თავისი სახით და წარწერით „ქურდი, დაიჭირეთ“. გლაზგოს ქუჩებში მას დასდევს პოლიცია.

ვიდეოს ერთი ვერსია შესულია High Times: Singles 1992–2006-ის DVD-ში, თუმცა მეორე, იაპონიაში ნაჩვენები მისგან განსხვავდება.[1]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Black Capricorn Day (რადიოს ვერსია) – 3:42[2]
  2. Canned Heat (MAW Remix) – 8:26
  3. Supersonic (Restless Soul Main Vocal) – 7:35
  4. Supersonic (Sharp Razor Remix) – 7:05

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]