„Emergency on Planet Earth“ — ბრიტანული ფანკ-ჯგუფ Jamiroquai-ს სიმღერა. გამოვიდა 1993 წელს, როგორც უკანასკნელი სინგლი ამავე სახელწოდების ალბომიდან. ამ, ისევე, როგორც ალბომის სხვა სიმღერების თემაა მოდერნიზაციის გავლენა ეკოლოგიაზე. გადაღებულია სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორია W.I.Z.. ამ ვიდეოში ჯგუფის წევრები სხედან კოსმოსურ ხომალდში, რომელიც ჰგავს სითების ხომალდს ფილმიდან „ვარსკვლავური ომები“.