Supersonic (Jamiroquai-ს სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Supersonic“
სინგლიJamiroquai
ალბომიდან Synkronized
B-მხარე „Supersonic“ (რემიქსი)
გამოსვლის თარიღი 13 სექტემბერი, 1999 (1999-09-13)
ჩაიწერა 1999
ჟანრი
ხანგრძლივობა
  • 5:14 (ალბომის ვერსია)
  • 3:40 (რადიოს ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი Sony Soho Square
ავტორ(ებ)ი
  • ჯეი კეი
  • სოლა აკინგბოლა
  • უოლის ბიუქენანი
  • საიმონ კეტზი
  • დერიკ მაკ-კენზი
  • ტობი სმითი
პროდიუსერი რიკ პოუპი
Jamiroquai — სინგლების ქრონოლოგია
„Canned Heat“
(1999)
Supersonic
(1999)
„King For A Day“
(1999)

Supersonic“ — ბრიტანული ფანკ-ჯგუფ Jamiroquai-ს სიმღერა და სინგლი. გამოვიდა 1999 წელს, როგორც მესამე სინგლი ჯგუფის მეოთხე სტუდიური ალბომიდან Synkronized. სიტყვა „supersonic“ ამ სიმღერაში 127-ჯერ მეორდება. ეს სინგლი ჯგუფისთვის იყო მესამე #1 აშშ-ის საცეკვაო ჩარტში[1] და ბრიტანეთის სინგლების ჩარტში #22 პოზიციამდე ავიდა. სინგლის გამოცემაში შედის სიმღერის რამდენიმე რემიქსი.

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის ოფიციალური ვიდეო იწყება გზავნილით „ru ready for a supersonic synkronized audio and visual experience?“, რომელიც წითლად ანათებს. მას შემდეგ, რაც ჯგუფის ლიდერი ჯეი კეი ჩნდება, ფონი რიტმთან ერთად სხვადასხვა ფერით იცვლება. ჯეი კეი და ჯგუფის სხვა წევრები აქეთ-იქით მოძრაობენ. ვიდეოს ბოლოს იწერება „You've been erased“ და ყველაფერი ფეთქდება.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანული CD1 (667839 2)
  1. Supersonic (რადიოს ვერსია) – 3:40
  2. Supersonic (Pete Heller - The Love Mix) – 9:35
  3. Supersonic (Harvey's Fuel Altered Mix) – 6:35
ბრიტანული CD2 (667839 5)
  1. Supersonic – 5:14
  2. Supersonic (Restless Soul Main Vocal) – 7:35
  3. Supersonic (Sharp Razor Remix) – 7:04

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. უიტბერნი, ჯოელ (2004). Hot Dance/Disco: 1974-2003. Record Research, გვ. 134.