A Kind of Magic

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
A Kind of Magic
ალბომის "A Kind of Magic" ყდა
A Kind of Magic
გამოცემის თარიღი 2 ივნისი, 1986
ჩაწერის თარიღი ნოემბერი 1985 - აპრილი 1986, სტუდია Musicland, მიუნხენი, გერმანია;სტუდია Mountain, მონტრე, შვეიცარია; სტუდია ტაუნჰაუსი, ლონდონი, ინგლისი
ჟანრი როკ მუსიკა
ხანგრძლივობა 53 წთ 35 წმ
ლეიბლი/ები EMI, Hollywood Records
პროდიუსერ(ებ)ი ქუინი, მაკი და დევიდ რიჩარდსი
მიმოხილვები
ქრონოლოგია: ქუინი
The Works
(1984)
A Kind of Magic
(1986)
Live Magic
(1986)


A Kind of Magic არის ჯგუფ ქუინის 1986 წლის მეთორმეტე სტუდიური ალბომი. მასში შესული სიმღერები აგრეთვე გამოყენებულია ფილმში მთიელი. აშშ რეიტინგში ალბომი არ გასცდა #46 ადგილს, მაგრამ დაიპყრო ბრიტანული რეიტინგები და იმყოფებოდა იქ ზუსტად 63 კვირა (აქედან მცირე ხანი - #1 პოზიციაზე). ალბომიდან გამოვიდა სამი სინგლი. სინგლი "A Kind of Magic" აშშ რეიტინგში მხოლოდ #42 ადგილზე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 2002 წელს აშშ-ში ალბომს მიენიჭა ოქროს სტატუსი. ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი, რომელშიც შეტანილია სასათაურო სიმღერა - იგივე შეეხო ყოველ შემდეგ სტუდიურ ალბომს.

[რედაქტირება] სიმღერები

  1. «One Vision» — 5:10
  2. «A Kind of Magic» — 4:24
  3. «One Year of Love» — 4:26
  4. «Pain Is So Close to Pleasure» — 4:21
  5. «Friends Will Be Friends» — 4:07
  6. «Who Wants to Live Forever» — 5:15
  7. «Gimme The Prize» — 4:34
  8. «Don't Lose Your Head» — 4:38
  9. «Princes of the Universe» — 3:32
  10. «A Kind of “A Kind of Magic”» — 3:38
  11. «Friends Will Be Friends Will Be Friends» — 5:54
  12. «Forever» (ინსტრუმენტული) — 3:20
  13. «One Vision» (ვრცელი) — 6:23

[რედაქტირება] ვიდეოკლიპები

  1. «One Vision» – გადარებულია 1986 წელს ავსტრიელი რეჟისორების რუდი დოლეზალისა და ჰანს როზახერის მიერ (მიუნხენური ხმისჩამწერი სტუდია «Musicland». აქ უბრალოდ ასახულია სიმღერის ჩაწერის პროცესი. ამ ფირის სრული ვერსია შეტანილია ფილმში «Greatest Video Hits II». არსებობს ვიდეოკლიპის მეორე ვერსია «One Vision Extended» და ვერსია, რომელშიც გამოყენებულია ფილმის «რკინის არწივი» კადრები.
  2. «A Kind of Magic» – ჯადოქრად გადაცმული ფრედი ძველ თეატრში შედის, აცოცხლებს იქაურობას მაგიით. მაწანწალები ჯონი, ბრაიანი და როჯერი იქცევიან მუსიკოსებად.
  3. «Friends Will Be Friends» – 70-იანი წლების ტიპის სიმღერა - ყველაფერი მიმდინარეობს სცენაზე. გადაღებაში მიიღო მონაწილეობა ქუინის 800 მოყვარულმა.
  4. «Who Wants to Live Forever» – მონაწილეობს ორკესტრი. ფრედი სმოკინგშია, დიკონი უკრავს კონტრაბასზე, როჯერი მართავს ორკესტრს, ბრაიანი კი ორღანზე უკრავს. რეჟისორია დევიდ მალეტი. გადაღებებისათვის მან გამოიყენა თამბაქოს საწყობი, რომელიც ფილარმონიის დარბაზს დაამსგავსა.
  5. «Princes of the Universe» – კლიპში შეტანილია მთიელის კადრები.


მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/A_Kind_of_Magic"-დან
პირადი ხელსაწყოები