Queen + Paul Rodgers

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Queen + Paul Rodgers
2005 Queen + Paul Rodgers.jpg
Queen და პოლ როჯერსი 2005 წლის კონცერზე
ბიოგრაფია
წარმოშობა ინგლისი
ჟანრ(ებ)ი როკი
აქტიური 2004–2009
ლეიბლ(ებ)ი Hollywood Records (აშშ/კანადა)
Parlophone (სხვა ქვეყნები)
ასოციაციები Queen, Bad Company, Free, Smile, The Cross
საიტი ოფიციალური საიტი
წევრები ბრაიან მეი
პოლ როჯერსი
როჯერ ტეილორი
საკონცერტო მუსიკოსები:
სპაიკ ედნი
დენი მირანდა
ჯეიმი მოუზესი

Queen + Paul Rodgers — ჯგუფ Queen-ის წევრების, ბრაიან მეისა და როჯერ ტეილორის თანამშრომლობა პოლ როჯერსთან (ჯგუფების Bad Company, Free, The Firm და The Law ყოფილ წევრთან.

როჯერსის ჯგუფთან თანამშრომლობის პირველი ეტაპზე ცნობილი გახდა, რომ მისი მონაწილეობა არ ნიშნავდა ფრედი მერკურის, როგორც ჯგუფის წამყვანი ვოკალისტის შეცვლას. პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა ჯონ დიკონმა, რომელიც Queen 1997 წელს დატოვა. საკონცერტო გამოსვლებისას ახლადშემდგარ სამეულს ეხმარებოდა სხვადასხვა სესიური მუსიკოსი. მათ ასევე ჩაწერეს ალბომი The Cosmos Rocks და გამოსცეს ორი ცოცხალი DVD და ცოცხალი ალბომი.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

ალბომები
DVD
სინგლები
  • Reaching Out / Tie Your Mother Down (ცოცხალი, შეფილდის დარბაზი) - 29 August 2005
  • Bohemian Rhapsody (ცოცხალი, ჰაიდ პარკი) - October 2005
  • Say It's Not True - 31 დეკემბერი 2007 #90 ბრიტანეთი
  • C-Lebrity - აგვისტო 2008 #33 ბრიტანეთი, #1 ბრიტანეთი როკ ჩარტი
  • We Believe (პრომო სინგლი) [მხოლოდ იტალია]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]