Bohemian Rhapsody
| „Bohemian Rhapsody“ | ||
|---|---|---|
| Bohemian Rhapsody | ||
| სინგლი, შემსრულებელი - Queen | ||
| ალბომიდან A Night at the Opera | ||
| B-მხარე | I'm in Love with My Car | |
| გამოსვლის თარიღი | 10 ოქტომბერი 1975 | |
| ფორმატი | 7 ვინილი | |
| ჩაიწერა | 1975: სტუდია „როკფელდი 1“ რაუნდჰაუზი SARM (East) სკორპიონი ვესექსი |
|
| ჟანრი | როკ-მუსიკა | |
| ხანგრძლივობა | 5:55 | |
| ლეიბლი | EMI, Elektra, Parlophone, Hollywood | |
| სიმღერის ავტორი | ფრედი მერკური | |
| პროდიუსერი | როი თომას ბეიკერი, Queen | |
| Queen - სინგლების ქრონოლოგია | ||
| Lily of the Valley (1975) |
Bohemian Rhapsody (1975) |
You're My Best Friend (1976) |
„Bohemian Rhapsody“ — ბრიტანული როკ-ჯგუფ Queen-ის სიმღერა და სინგლი 1975 წელს გამოცემული ალბომიდან A Night at the Opera. ის უნიკალურია თავის უჩვეულო მუსიკალური ფორმით, კერძოდ - მას არ აქვს რეფრენი და შედგება სამი მიმდინარეობის - ბალადის, როკის და ოპერისგან.
პირველად კომპოზიცია სინგლის სახით გამოვიდა და დიდი კომერციული წარმატება მოუტანა ჯგუფს - იგი ცხრა კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა პირველ ადგილს ბრიტანულ ჩარტებში. 1976 წლის იანვრისთვის კი სიმღერის მილიონ ასლზე მეტი იყო გაყიდული. [1]1991 წელს, ფრედი მერკურის გარდაცვალების შემდეგ სინგლი ისევ მოექცა ბრიტანული ჩარტების თავში. ხუთი კვირის განმავლობაში Bohemian Rhapsody პირველ ადგილს ინარჩუნებდა, საბოლოოდ კი გაერთიანებული სამეფოს რიგით მესამე საუკეთესოდ გაყიდვადი სინგლი გახდა.[2]
„Bohemian Rhapsody“ შესულია Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის სიაში.
სიმღერების სია [რედაქტირება]
- Bohemian Rhapsody - 5:55
- I'm In Love With My Car - 3:05
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Hodkinson, 2004, p. 194
- ↑ Corn, 2005, p. 24