The Miracle (ალბომი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The Miracle
ალბომის The Miracle ყდა
The Miracle
გამოცემის თარიღი 22 მაისი, 1989
ჩაწერის თარიღი იანვარი, 1988 - იანვარი, 1989
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 58:40 (1991 წლის გამოცემა)
ლეიბლი Parlophone (ბრიტანეთი), Capitol Records (1989 წლის ორიგინალური გამოცემა), Hollywood Records (1991 წლის გამოცემა)
პროდიუსერი Queen, დევიდ რიჩარდსი
ქრონოლოგია: Queen
A Kind of Magic
(1986)
The Miracle
(1989)
Innuendo
(1991)


სინგლები ალბომიდან The Miracle
  1. I Want It All
    გამოვიდა: 2 მაისი 1989
  2. Breakthru
    გამოვიდა: 19 ივნისი 1989
  3. The Invisible Man
    გამოვიდა: 7 აგვისტო 1989
  4. Scandal
    გამოვიდა: 9 ოქტომბერი 1989
  5. The Miracle
    გამოვიდა: 27 ნოემბერი 1989
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3.5/5 stars
Rolling Stone 2/5 stars[1]
Q Magazine 4/5 stars[2]
The Times (სხვადასხვა)[3]
Sun-Sentinel (დადებითი)[4]
Newsday (Melville, NY) (დადებითი)[5]
The Dallas Morning News (დადებითი)[6]

The Miracleინგლისური როკ ჯგუფ Queen-ის მეცამეტე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1989 წელს. დისკის თავდაპირველი სათაური იყო The Invisible Man, მაგრამ გადაწყდა მისი შეცვლა The Miracle-ით. ბევრისთვის ალბომი კვლავ რჩება გამორჩეულად განსაკუთრებით მისი ყდის გამო, რომელზეც ოთხივე მუსიკოსის სახე შეერთებულია ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით.

დისკიდან განსაკუთრებული პოპულარობა იქონიეს სინგლებმა I Want It All, Breakthru, The Invisible Man, Scandal და The Miracle.

სიმღერების სია[რედაქტირება]

მხარე 1
# სახელწოდება სიმღერის ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
1. Party   ჯონ დიკონი, ბრაიან მეი, ფრედი მერკური 2:24
2. Khashoggi's Ship   მერკური 2:47
3. The Miracle   მერკური, დიკონი 5:02
4. I Want It All   მეი 4:40
5. The Invisible Man   როჯერ ტეილორი 3:55
მხარე 2
# სახელწოდება სიმღერის ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
1. Breakthru   მერკური (შესავალი), ტეილორი 4:07
2. Rain Must Fall   დიკონი (მუსიკა), მერკური (ტექსტი) 4:20
3. Scandal   მეი 4:42
4. My Baby Does Me   დიკონი, მერკური 3:22
5. Was It All Worth It   მერკური 5:45
დამატებითი სიმღერები (მხოლოდ კომპაქტ დისკები)
# სახელწოდება სიმღერის ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
11. Hang on in There   Queen 3:46
12. Chinese Torture   მერკური, მეი 1:46
13. The Invisible Man (12" ვერსია)     5:29
დამატებითი სიმღერები (ლეიბლის Hollywood Records 1991 წლის გამოცემა)
# სახელწოდება ხანგრძლივობა
14. Scandal (12 სინგლის მიქსი)   6:34
2011 წლის გამოცემის დამატებითი EP
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. I Want It All (სინგლის ვერსია)    
2. The Invisible Man (ვერსია წამყვანი ვოკალით, აგვისტო 1988)    
3. Hang On In There (B-გვერდი)    
4. Hijack My Heart (B-გვერდი)    
5. Stealin’ (B-გვერდი)    
6. Chinese Torture (ინსტრუმენტული)    
7. The Invisible Man (12” ვერსია)    

ინფორმაცია სიმღერებზე[რედაქტირება]

Party[რედაქტირება]

დაიწერა მერკურის, მეისა და დიკონს შორის იმპროვიზაციის შედეგად. მერკური უკრავდა ფორტეპიანოზე და დაიწყო ტექსტით ’we had a good night’. ეს სიმღერა დაიწერა ჯგუფის სამი წევრის მიერ. ალბომის დანარჩენი სიმღერები გამორჩეულია იმით, რომ მათი ნამდვილი ავტორი არის მხოლოდ ერთი წევრი, მაგრამ ავტორებად მითითებული არიან სხვებიც. სიმღერის შესავალში მეიც მღერის.

Khashoggi's Ship[რედაქტირება]

Khashoggi's Ship დაწყებული იქნა ოთხივე მუსიკოსის მიერ და ოთხივე მონაწილეობდა ტექსტისა და მუსიკის შექმნაში. სიმღერაში საუბარია მილიარდერ ადნან კჰაშოგის და გემ ’ნაბილას’, ამჟამად - Kingdom 5KR-ის შესახებ. ალბომზე ეს სიმღერა უერთდება Party-ს, რომელსაც ჰგავს ტექსტში წამოჭრილი თემებით. მიუზიკლში We Will Rock You კჰაშოგი ჰქვია ერთ-ერთ პერსონაჟს.

The Miracle[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : The Miracle (სიმღერა).

ჯგუფის ერთ-ერთი რთული სიმღერა შემოქმედების უკანასკნელ წლებში. აკორდები ეკუთვნის მერკურისა და დიკონს. ეს არის მეის ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა. როგორც ტექსტზე, ასევე მუსიკაზე ჯგუფის ყველა წევრმა იმუშავა. მერკური უკრავს ფორტეპიანოზე და სინთეზატორ Korg M1-ზე.

I Want It All[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : I Want It All.

I Want It All დაიწერა 1987 წლის მაისში. DVD-ზე Greatest Video Hits II მეი ამბობს, რომ სიმღერა დაიწერა მისი მეორე მეუღლის, ანიტა დობსონის საყვარელი ფრაზის ’მე მინდა ყველაფერი და ახლავე!’ გავლენით. აკორდების, შესავლის, სოლოებისა და სტროფების პროგრესის იდეა, რომელიც ამ სიმღერაში გამოიყენება, ასევე გამოჩნდა შემდეგ ალბომზე, სიმღერაში The Show Must Go On (1990). მერკური და მეი I Want It All-ში ძირითად ვოკალებს ასრულებენ. მერკური უკრავს აკუსტიკურ და ელექტრონულ გიტარებზე. ტეილორმა ამ სიმღერაში პირველად გამოიყენა ბას-დოლი ორმაგი დასარტყამით.

The Invisible Man[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : The Invisible Man (სიმღერა).

The Invisible Man არის ტეილორის პირველი სიმღერა ამ ალბომიდან. ტექსტის იდეა მას დაებადა წიგნის კითხვის შემდეგ, როდესაც წარმოიდგინა რითმი. მეისა და ტეილორის თქმით, სიმღერა დაიწერა აბაზანაში (ისევე, როგორც 10 წლით ადრე Crazy Little Thing Called Love). ჯგუფის ოთხივე წევრს შორის ვოკალები ასეა გადანაწილებული: მერკური - პირველ სტროფამდე; დიკონი - პირველი სტროფის შემდეგ; ბრაიან მეი - გიტარის სოლომდე; როჯერ ტეილორი - ფრაზის look at me, look at me შემდეგ. სიმღერის გამოუცემელი ვერსია შეიცავს მერკურის მიერ ელვის პრესლის მანერით შესრულებულ ტექსტს. ჩურჩული სიმღერაში ტეილორს ეკუთვნის.

Breakthru[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Breakthru (სიმღერა).

Breakthru აერთიანებს ორ სიმღერას - A New Life Is Born (მერკური) და Breakthru (ტეილორი, გადამღერება სხვა გასაღებში). სიმღერა გამოიცა სინგლის სახით და მოხვდა ბრიტანეთის საუკეთესო ათეულში.

Rain Must Fall[რედაქტირება]

Rain Must Fall არის დიკონის (მუსიკა) და მერკურის (ტექსტი) თანამშრომლობით შექმნილი სიმღერა. ტეილორმა ჩაწერა ლათინური ამერიკის სტილის პერკუსიული პარტიები, მაგრამ მათი დიდი რაოდენობა ამოღებული იქნა, რათა გიტარებსა და ვოკალურ ჰარმონიებს მეტი ადგილი ჰქონოდათ.

Scandal[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Scandal (სიმღერა).

Scandal დაწერილია მეის მიერ და ეძღვნება ბრიტანულ პრესას, რომელიც აქტიურად განიხილავდა მის გაყრას მეუღლესთან, ანიტა დობსონთან. კრიტიკის ობიექტად ბრიტანეთის მასმედი იქცა იმ მიზეზითაც, რომ იმ პერიოდში დიდ ყურადღებას უთმობდა მერკურის მიერ საჯაროდ გამოჩენის ნაკლებობას (შიდსის გამო). მეი სიმღერაში უკრავს კლავიშიან ინსტრუმენტებზე და ასრულებს სოლოს გიტარაზე. მერკურის ვოკალი და მისი სოლო ჩაიწერა ერთ დუბლში. სინთეზატორ-ბასზე უკრავს დევიდ რიჩარდსი. მეის თქმით, ეს სიმღერა მასთან ძალიან ახლოს იყო იმ პრობლემები გამო, რომელიც პირად ცხოვრებაში გადაიტანა.

My Baby Does Me[რედაქტირება]

My Baby Does Me არის მერკურისა და დიკონის მორიგი თანამშრომლობა. თავდაპირველად არსებობდა მსუბუქი სიმღერის დაწერის იდეა. BBC-ს რადიოსთან 1989 წლის ინტერვიუში მერკური და დიკონი აცხადებდნენ, რომ ბასის კომპოზიცია ორივეს ეკუთვნის.

Was It All Worth It[რედაქტირება]

Was It All Worth It დაიწერა მერკურის მიერ. ამ სიმღერაში შეიჩნევა ჯგუფის მიერ 1970-იანებში დაწერილი სიმღერების ჟღერადობა. პირველი მონახაზები ეკუთვნის მერკურის, ხოლო იდეები და ტექსტი ჯგუფის ოთხივე წევრს (მაგალითად, ტეილორის არის we love you madly!). დიკონი მოგვიანებით ამბობდა, რომ ეს მისი საყვარელი სიმღერაა მთელ ალბომზე. ტეილორი ჩაწერისას იყენებდა გონგს და ტიმპანის.

Hang on in There[რედაქტირება]

პირველი ორი სიმღერიდან, რომლებიც მხოლოდ ალბომის CD ვერსიაშია წარმოდგენილი. სიმღერის ავტორი ჯგუფის ოთხივე წევრია. მეი უკრავს აკუსტიკურ და ელექტრონულ გიტარებსა და კლავიშიან ინსტრუმენტებზე (მეისთან ერთად, რომელიც ფორტეპიანოზე უკრავს). სიმღერა გამოვიდა სინგლის I Want It All b-მხარეზე. მერკურის ვოკალი აქ ორჯერ აღწევს E5 ტონამდე. სიმღერის შუა ნაწილში, როდესაც ჟღერს გიტარის რიფი და მერკური მღერის hang on in there-ს, უკანასკნელი ფრაზა მეორდება ჰარმონიის პრინციპით. პირველად ეს არის მხოლოდ მეის ვოკალი, გამეორებული რამდენიმეჯერ, მეორედ კი - მსგავსი პრინციპით აწყობილი ტეილორის ჰარმონია.

Chinese Torture[რედაქტირება]

მეორე ორი სიმღერიდან, რომლებიც მხოლოდ ალბომის CD ვერსიაშია წარმოდგენილი. ეს არის ინსტრუმენტული კომპოზიცია, რომელიც ეხება კოშმარებს და ჩინეთში არსებული წყალში დახრჩობით წამების მეთოდს. უკანასკნელ წლებში იგი სრულდებოდა მეის სოლოებს შორის, მაგალითად, ტურნეს Queen + Paul Rodgers მსვლელობისას.

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

წინამორბედი:
Ten Good Reasons - ჯეისონ დონოვანი
#1 ალბომები (ბრიტანეთი)
3 ივნისი 1989 – 9 ივნისი 1989
შემდეგი:
Ten Good Reasons - ჯეისონ დონოვანი