ჰუსეინ ხან ნახიჩივანსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰუსეინ ხან ნახიჩივანსკი

დაიბადა28 ივლისი, 1863
ნახიჩევანი
გარდაიცვალაიანვარი, 1919
სანქტ-პეტერბურგი
ეროვნებააზერბაიჯანელი
საქმიანობა გენერალი

ჰუსეინ ხან ნახიჩივანსკი (აზერ. Hüseyn xan Naxçıvanski; რუს. Гусейн-хан Нахичеванский დ. 28 ივლისი, 1863 — გ. იანვარი, 1919) — აზერბაიჯანული წარმოშობის რუსი სამხედრო კავალერიის გენერალი.

სამხედრო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1863 წლის 28 ივლისს ქალაქ ნაიხჩევანში (ახლანდელი აზერბაიჯანის ნახჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი). მისი პაპა ეჰსან ხან ნახჩივანსკი იყო ნახიჩევანის სახანოს უკანასკნელი მმართველი. ჰუსეინის მშობელი იყო კალბალი ხან ნახჩივანსკი, რომელიც რუსეთის არმიაში მაიორ-გენერალი იყო. დედამისი ხურშიდ ქაჯარ-ირავანი იყო, ყაჯართა დინასტიის შტოს წევრი, რომელიც მართავდა ერევანის სახანოს

1874 წელს ჰუსეინ ნახიჩივანსკი მიიღეს პაჟთა კორპუსში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1883 წელს. მან მიიღო კორნეტის წოდება და დაინიშნა ლეიბის გვარდიის საცხენოსნო პოლკში. ნახიჩივანსკი იქ ოცი წლის განმავლობაში მსახურობდა და დროთა განმავლობაში სამხედრო პოზიციები აიმაღლა, იგი ლეიბის გვარდიის პოზიციიდან პოლკოვნიკის წოდებამდე ავიდა.

როდესაც 1904 წელს რუსეთ-იაპონიის ომი დაიწყო, ჰუსეინ ხანი გაგზავნეს პეტროვსკ-პორტში, რათა მოხალისეებისგან ჩამოეყალიბებინა დაღესტნის მე-2 საკავალერიო პოლკი. ომის დროს პოლკმა თავი გამოიჩინა და თავად ხან ნახიჩივანსკიმ მიიღო შვიდი ჯილდო. 1907 წლის 27 იანვარს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით, წარმატებული კავალერიის შეტევის წამოწყებისთვის ალყაში მოქცეული რუსული ქვეითი ქვედანაყოფის გადასარჩენად. იგი ასევე დაჯილდოვდა ოქროს წმინდა გიორგის მახვილით.

ხან ნახიჩივანსკი 1905 წლის ნოემბრიდან იყო 44-ე ნიჟეგოროდსკის დრაგუნის პოლკის მეთაური, ხოლო 1906 წელს გახდა HIM Retinue-ს ფლიგელ-ადიუტანტი და დაინიშნა ლეიბის გვარდიის საცხენოსნო პოლკის მეთაურად, სადაც დაიწყო მისი სამხედრო კარიერა. 1907 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. 1912 წელს დაინიშნა 1-ლი საკავალერიო ბრიგადის მეთაურად, 1914 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება და დაინიშნა მე-2 საკავალერიო დივიზიის მეთაურად და ამ თანამდებობით შევიდა პირველ მსოფლიო ომში. 1914 წლის აგვისტოში ხან ნახჩივანსკი იყო 1-ლი არმიის მარჯვენა ფლანგზე საკავალერიო ჯგუფის ხელმძღვანელი. 1914 წლის 19 ოქტომბრიდან იყო მე -2 საკავალერიო კორპუსის მეთაური, ხოლო 1914 წლის 22 ოქტომბერს დააჯილდოვა წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენით, რომელიც მას პირადად ნიკოლოზ II-მ გადასცა. 1915 წლის ივნისში იგი დაინიშნა მისი საიმპერატორო უდიდებულესობის გენერალ-ადიუტანტად და გახდა ერთადერთი მაჰმადიანი, რომელმაც დაიკავა ეს თანამდებობა. 1915 წლის 25 ნოემბერს ჰუსეინ ხანი დაინიშნა კავკასიის არმიის მთავარსარდლად და 1916 წლის 23 იანვარს მიენიჭა კავალერიის გენერლის წოდება. 1916 წლის 9 აპრილიდან იყო გვარდიის საკავალერიო კორპუსის მეთაური და მონაწილეობა მიიღო ბრუსილოვის შეტევაში.

ლეიბის გვარდიის საკავალერიო პოლკის ფორმაში, 1917 წელი

რუსეთის რევოლუცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც ზამთრის 1917 წლის თებერვლის რევოლუციადაიწყო პეტროგრადში (დღევანდელი სანქტ-პეტერბურგში), ნახიჩივანსკი იყო ერთ-ერთი ორი რუსი გენერლიდან, რომელმაც მხარი დაუჭირა მეფეს და გაუგზავნა დეპეშა უზენაესი მთავარსარდლის შტაბს, რათა შეეთავაზებინა ნიკოლოზ II-ითვის თავისი კორპუსის გამოყენება აჯანყების ჩასახშობად, მაგრამ ნიკოლოზ II-ს ეს დეპეშა არასოდეს მიუღია.

ნიკოლოზ II-ის ტახტიდან გადადგომის შემდეგ, ხან ნახიჩივანსკიმ უარი თქვა რუსეთის დროებით მთავრობასთან მუშაობაზე. ჯარიდან დაითხოვეს და ოჯახთან ერთად პეტროგრადში ცხოვრობდა. ის იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან აზერბაიჯანელ ფიგურებს შორის, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ახლად ჩამოყალიბებულ აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას და რჩებოდა მტკიცე რუს მონარქისტად. ოქტომბრის რევოლუციისა და პეტროგრადის ჩეკას უფროსის მოისეი ურიცკის მკვლელობის შემდეგ ნახიჩივანსკი პეტროგრადის სხვა გამოჩენილ მოქალაქეებთან ერთად მძევლად აიყვანეს ბოლშევიკებმა . ის იმავე ციხეში იმყოფებოდა დიდ ჰერცოგებთან პავლე ალექსანდროვიჩთან, ნიკოლოზ მიხაილოვიჩთან, გიორგი მიხაილოვიჩთან და დიმიტრი კონსტანტინოვიჩთან ერთად. ამავე ციხეში იმყოფებოდა პრინცი გაბრიელ კონსტანტინოვიჩიც, რომელმაც მოგვიანებით გაქცევა მოახერხა და თავის მოგონებებში აღნიშნა, რომ ციხის ეზოში სეირნობისას ხან ნახჩივანსკის ხვდებოდა. [1]

დიდი ჰერცოგები სიკვდილით დასაჯეს პეტრესა და პავლეს ციხესიმაგრეში, 1919 წლის იანვარში. რამდენიმე ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ ხან ნახიჩივანსკი დიდ ჰერცოგებთან ერთად სიკვდილით დასაჯეს. [2] თუმცა ხან ნახიჩივანსკის გარდაცვალების ზუსტი გარემოებები და მისი დაკრძალვის ადგილი ჯერჯერობით უცნობია.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაახლოებით 1890 წელს ნაიხჩივანსკი დაქორწინდა რუსი პოეტისა და მთარგმნელის ნიკოლაი გერბელის ქალიშვილ სოფია ტაუბეზე (დ. 1864, სანქტ-პეტერბურგი - გ. 1941, ბეირუთი). მათ ერთად შეეძინათ სამი შვილი: ნიკოლოზი (გარდაიცვალა 1912 წელს), ტატიანა და ჟორჟი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ნახჩივანსკები ემიგრაციაში წავიდნენ. მათი შთამომავლები ცხოვრობდნენ (და ზოგი აგრძელებს ცხოვრებას) საფრანგეთში, ლიბანში, ეგვიპტეში და შეერთებულ შტატებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]