რუსეთის დროებითი მთავრობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსეთის დროებითი მთავრობა (რუს. Вре́менное прави́тельство; 3 (16) მარტი, 1917 — 26 ოქტომბერი (8 ნოემბერი) 1917) — რუსეთის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანო თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციებს შორის.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის მეფის მმართველობის შესუსტდა და ხელისუფლებას ორი მოწინააღმდეგე ძალა - დუმა და პეტროგრადის საბჭოები - ეცილებოდა. 15 მარტს მეფე ნიკოლოზ II გადადგა, ხოლო მომდევნო დღეს მისმა ძმამ დიდმა თავადმა მიხეილმა საიმპერიო ძალაუფლებაზე უარი განაცხადა, რითაც ლეგალურად (მის მიერ მომზადებული პროკლამაციით) უფლებამოსილება მიანიჭა დროებით მთავრობას სანამ კონსტიტუციური ასამბლეა გადაწყვეტდა რუსეთის მმართველობის ფორმას. დროებითი მმართველობის მოვალეობა იყო არჩევნების მოწყობა ასამბლეისთვის, თუმცა მისი ძალაუფლება პეტროგრადის საბჭოების მზარდი ავტორიტეტის გამო შეზღუდული იყო. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან საბჭოები დროებით მთავრობას უჭერდნენ მხარს, დროთა განმავლობაში ისინი მოწინააღმდეგეებად იქცნენ. ვინაიდან საბჭოები არმიას, ქარხნებსა და რკინიგზას აკონტროლებდნენ, ასევე მუშების მხარდაჭერაც ჰქონდათ, ამ პერიოდში ხელისუფლება გაორებული იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]