ჰილდა კროცოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰილდა კროცოლი
დაბადების თარიღი 16 აგვისტო, 1900
ზალცბურგი, ავსტრია
გარდაცვალების თარიღი 10 აგვისტო, 1972 (71 წლის)
ზალცბურგი, ავსტრია
ეროვნება ავსტრიელი
საქმიანობა არქიტექტორი, ინჟინერი

ჰილდა კროცოლი (ინგლ. Hilda Crozzoli; დ. 16 აგვისტო, 1900, ზალცბურგი, ავსტრია — გ. 10 აგვისტო, 1972, ზალცბურგი, ავსტრია) — ერთ-ერთი პირველი ქალი არქიტექტორი და ინჟინერი ავსტრიაში.[1]

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰილდა იოჰანა კროცოლი დაიბადა 1900 წლის 16 აგვისტოს ზალცბურგში, ავსტრია.[2] მისი მამა იყო ამბროჯიო (ამბროს) კროცოლი (1870-1925), ხოლო დედა გახლდათ ლუსია ანტონია სანტაროსა (1871-1957).[2]

ჰილდა წარმოშობით ჩრდილოეთ იტალიელი ოსტატ-მშენებელთა და არქიტექტორთა ოჯახიდან იყო, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ზალცბურგის განვითარებაში.[3][4] ამბროსი კროცოლიმ დადო მოქალაქეობის ფიცი 1907 წლის 12 თებერვალს და მისმა ოჯახმა მიიღო მოსახლეობის (ჰეიმატრეხტის) უფლება 1915 წლის 5 იანვარს (ჰეიმატრეხტი არის 1849 წელს ავსტრიაში შემოღებული ტერიტორიაზე დასახლების უფლება, რომელიც იძლეოდა უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილისა და კარგი ცხოვრების გარანტიას). ჰილდას დედამ მხოლოდ იტალიური იცოდა და არასდროს უსწავლია გერმანული.

ჰილდა შვიდი შვილიდან მეოთხე იყო, მაგრამ მისი ორი უფროსი ძმა ბავშვობაში გარდაიცვალა და მშობლებს ხუთი გოგონა დარჩათ. დაწყებითი და საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მან დაასრულა ზალცბურგის სახელმწიფო სავაჭრო სკოლაში მშენებლობის ოთხწლიანი კურსი და ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, 1921 წელს გახდა ავსტრიის პირველი არქიტექტორი. ის იყო პირველი ქალი კურსდამთავრებული ზალცბურგის სახელმწიფო სავაჭრო სკოლის სამშენებლო განყოფილების ისტორიაში. 1921 წლის კლასის გამოსაშვებ ფოტოზე ის ერთადერთი ქალია ოც მამაკაცს შორის.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წლის 1 აგვისტოს ჰილდამ მუშაობა დაიწყო მამის კომპანიაში შეგირდად.[5] 1921 წლის 1 მარტიდან 1925 წლის 11 აგვისტომდე იგი მუშაობდა სამშენებლო ტექნიკოსად ამავე კომპანიაში. ამის გარდა, იგი ასევე მუშაობდა ქალაქის არქიტექტორ იოზეფ კვერტშეკთან შნეგატერსა და ვენაში.

ჰილდამ 1926 წლის 1 ივლისს მუშაობა დაიწყო Universale Baugesellschaft-ში ზალცბურგში. 1927 წელს მან ჩააბარა გამოცდები და გახდა ბაუმეისტერი (არქიტექტორი და სამოქალაქო ინჟინერი, რომელსაც ტრადიციულად უწოდებდნენ ოსტატ მშენებელს) კლაგენფურტში.[6] ეს ფართოდ გაშუქდა და ავსტრიელი ინჟინრების ასოციაციამ მილოცვაც გაუგზავნა ჰილდას. 1928 წელს ჰილდა გახდა თავისუფალი არქიტექტორი და სამოქალაქო ინჟინერი.

1929 წლიდან ის მუშაობდა არქიტექტორ რიჩარდ ბანდიანთან. ისინი მოგვიანებით, 1934 წლის 1 თებერვალს დაქორწინდნენ. 1934 წელს ჰილდა კროცოლიმ და მისმა სამშენებლო კომპანიამ შეიცვალეს მისამართი და გადავიდნენ Reichenhallerstraße-ის 19-ში.

ცნობილია, რომ 65 შენობა აშენდა მისი ხელმძღვანელობით კომპანია Crozzoli-Bandian-ის მიერ 1928-1966 წლებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1927/28 წლებში Fürsorge-Siedlung-ის, ე.წ. ზალცბურგის ტერიტორია. მეორე მსოფლიო ომის დროს 15 საჰაერო თავდასხმამ გაანადგურა ქალაქის შენობების 46 პროცენტი და კომპანია Crozzoli-Bandian ჩართული იყო ომის შემდგომი აღდგენის პროცესში.[7]

კროცოლიმ 1945 წელს რესტავრაცია გაუკეთა Schloss Leopoldskron-ს, რომელიც ომის დროს ნაცისტებს ჰქონდათ დაკავებული. მისმა კომპანიამ აღადგინა სასტუმრო zum Goldenen Hirschen (1945/46) და ჩაატარა Wallistraktes der Residenz-ის რემონტი ზალცბურგის უნივერსიტეტისთვის 1965 წელს. ჰილდა კროცოლი-ბანდიანი გარდაიცვალა 1972 წლის 10 აგვისტოს ზალცბურგში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. იგი დაკრძალეს მაქსგლანის სასაფლაოზე.[8][9]

დღესდღეობით ჰილდას მიერ აშენებული მრავალი ნაგებობა ითვლება ზალცბურგის ღირსშესანიშნაობად და მრავალი დამთვალიერებელი ჰყავს. 2013 წელს ზალცბურგში ჩატარდა გამოფენა, სადაც პატივი მიაგეს პირველ ავსტრიელ არქიტექტორს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Burgi Schobersberger: "Die Baufirma Crozzoli und andere Bauunternehmer aus Friaul – ihre Bedeutung für Salzburg." In Salzburg Archiv, Schriftenreihe des Vereins Freunde der Salzburger Geschichte, Band 34, 2010. S. 455–502.
  • Schobersberger, Walburg: "Hilda Crozzoli-Bandian", in: Kramml, Peter F., Lauterbacher, P. Franz, Müller, Guido: Maxglan Hundert Jahre Pfarre 1907–2007 Salzburgs zweitgrößter Stadtfriedhof. Pfarramt Maxglan (Hg.), Salzburg 2007.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „WOMEN ARE MAKING HISTORY“. Advertiser (Adelaide, SA : 1931 - 1954). 1938-08-24. p. 8. ციტირების თარიღი: 2020-06-23.
  2. 2.0 2.1 Taufbuch - TFB16 | Salzburg-Mülln | Salzburg: Rk. Erzdiözese Salzburg | Österreich | Matricula Online. ციტირების თარიღი: 2020-06-23
  3. UNIVERSITÄT SALZBURG. BRIDGE OF KNOWLEDGE COMING|GOING|STAYING.
  4. Salzburg City of Migration.
  5. BAUBERICHT.
  6. „Women of Australia“. Queenslander (Brisbane, Qld. : 1866 - 1939). 1930-01-23. p. 48. ციტირების თარიღი: 2020-06-23.
  7. Visit Salzburg - History of Salzburg. ციტირების თარიღი: 2020-06-23
  8. Tratz, Paul Eduard. (1973) Gedenken Verstorbener. Frau Baumeister Ing. Hilda Crozzoli. - Berichte aus dem Haus der Natur in Salzburg IV. Folge 1972. – Mitteilungen aus dem Haus der Natur Salzburg – 4: 32..
  9. Schobersberger, Walburg (2007). Hilda Crozzoli-Bandian in Maxglan Hundert Jahre Pfarre 1907–2007 Salzburgs zweitgrößter Stadtfriedhof.. Pfarramt Maxglan (Hg.).