ჰილასი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰილასი და ნიმფები

ჰილასიჰერაკლეს საყვარელი ჭაბუკი, მეგობარი, მსახური და საჭურველთმტვირთველი, მისი მხლებელი არგონავტების ლაშქრობაში. დრიოპთა მეფის თეიოდამანტის და ნიმფა მენოდიკეს შვილი, ულამაზესი ყმაწვილი. იგი ჰერაკლემ მაშინ წაიყვანა, როდესაც დრიოპებმა ხარი მოჰპარეს და უეცრად შემოაკვდა ყმაწვილის მამა, რომელიც კუშტად შეხვდა. ჰილასი ჰერაკლემ გაზარდა და შვილივით უვლიდა. არგონავტები რომ მიზიას მიადგნენ, ჰერაკლე გადატეხილი ნიჩბის სანაცვლო ნაძვის საძებნელად გაეშურა ტყეში, ჰილასი კი წყაროზე წავიდა. იქ ნიმფებს მოეწონათ, მორევში ჩაითრიეს და მის ძებნაში ჰერაკლე არგონავტებს ჩამორჩა. კიოსის მოსახლეობა ისე დააფრთხო ჰერაკლემ, რომ ჰილასი გააღმერთეს, ტყე-ღრეში დადიოდნენ და დაკარგულ ჭაბუკს უხმობდნენ.

ნიკანდრეს თანახმად, პონტოს სრუტეში ქარიშხალი ამოვარდა, ღუზა ჩაუშვეს, ჰერაკლემ ხალხი დაასვენა, ჰილასი ასკანიოსის წყალზე წავიდა, იქ იმავე მდინარის ნიმფებმა შეიყვარეს, წყალში გადააგდეს და მერე ექოდ აქციეს, რომ ჰერაკლე ვერ ეპოვა. ჰერაკლე დიდხანს ეძებდა, მაგრამ ბოლოს სალაშქროდ მაინც წავიდა, იქ კი პოლიფემე დატოვა. პოლიფემე ძებნაში მოკვდა, ხალხი კი ყოველწლიურად ამ ნაკადთან სამგზის ძახილით უხმობდა ჰილასს, სამ გამოძახილს უსმენდა და მერე მსხვერპლს სწირავდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 613, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: