პოლიფემე (ლაპითი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პოლიფემე)

პოლიფემე — ლარისელი ლაპითი, ელატეს (ილატის) ან პოსეიდონის და ჰიპეიას ძე, ჰერაკლეს დის ლაონომეს ქმარი, კენევსის ძმა, არგონავტი, ილატიდად წოდებული გმირი. როდესაც მიზიაში ჰერაკლემ საყვარელი მხლებელი ჰილასი დაკარგა და მის ძებნაში ტყე-ღრეს ძრავდა, პოლიფემეც მეგობარს და ცოლისძმას ახლდა, მანვე შეატყობინა ჰილასის დაკარგვა. ჭაბუკის ძებნის დროს არგონავტებმა ცურვა განაგრძეს და გმირები მიზიაში დატოვეს. პოლიფემემ დააარსა ქალაქი კიოსი და დაიღუპა ხალიბებთან შეტაკებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 418, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983