ბუტე (არგონავტი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საკუთარ სახელს "ბუტე" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ბუტე

ბუტე — ათენელი, არგონავტი, ტელეონტის ძე. როცა უკუქცეული არგონავტები სირინოზების კუნძულს მიუახლოვდნენ, სიმღერით მოხიბლულმა ბუტემ ზღვაში გადახტომა მოასწრო, მაგრამ აფროდიტემ ის დახრჩობას გადაარჩინა, იტალიაში ჩაიყვანა და ლილიბეის კონცხზე დასვა, მისი სილამაზით მოიხიბლა და შეიყვარა კიდეც. ამ სიყვარულის ნაყოფი იყო გმირი ერიქსი. როგორც აფროდიტეს შვილს, პოეტები მას ენეასის ძმას ეძახდნენ, თუმცა ენეასი ქალღმერთს ანქიზესგან ჰყავდა. ზოგი მხოლოდ სიცილიის მეფედ თვლის. უფრო სარწმუნოა, რომ სიცილიელი ბუტე – იგივე ათენელი არგონავტია, იქაური ბერძნების მიერ თავისებურად წარმოდგენილი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 108, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე