ამფიარაოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამფიარაოსი (ბერძნ. Άμφιάραος) — არგოსის მეფე, კალიდონიის ნადირობისა და არგონავტთა ლაშქრობის მონაწილე. მონაწილეობდა აგრეთვე (სხვა მხედართმთავრებთან ერთად) თებეს წინააღმდეგ ლაშქრობაში. ცნობილი წინასწარმეტყველი. როდესაც ამფირაოსმა ერიფილეს ცოლობა სთხოვა, ერიფილე იმ პირობით დათანხმდა, თუ ყოველგვარ სურვილს შეუსრულებდა. მისი ცოლად შერთვის შემდეგ ამფიარაოსმა ადრასტოსი არგოსიდან განდევნა. ერიფილემ აიძულა ამფიარაოსი მონაწილეობა მიეღო თებეს წინააღმდეგ ლაშქრობაში მიუხედავად იმისა, რომ ქმარმაც და ცოლმაც იცოდნენ, რომ ამფიარაოსი ამ ომში უნდა დაღუპულიყო. ომში წასვლის წინ ამფიარაოსმა თავის შვილებს ალკმეონსა და ამფილოქეს დაავალა, სამაგიერო გადაეხადათ ერიფილესათვის. თებე კარებთან წარუმატებლობის შემდეგ, ამფიარაოსი გაქცევისას მიწამ ჩაყლაპა. ამის შემდეგ მას ღმერთებმა უკვდავება აჩუქეს. ამფიარაოსის კულტი საბერძნეთის ბევრ ქალაქში იყო გავრცელებული. ამფიარაოსის ტაძრებთან იყო სამისნოებიც. ამფიარაოსი წინაბერძნული მოსახლეობის ღვთაება ჩანს.