ჰიერონიმუს ბოსხი
ბოსხის პორტრეტი | |
დაიბადა | 1450[1] [2] [3] [4] [5] |
---|---|
დაბადების ადგილი | ჰერტოგენბოსი[3] [4] |
გარდაიცვალა | აგვისტო, 1516[2] [3] |
გარდაცვალების ადგილი | ჰერტოგენბოსი[2] [3] [4] |
ეროვნება | ნიდერლანდელი |
მიმდინარეობა |
ადრეული ნიდერლანდული ფერწერა, რენესანსი |
ჟანრი | რელიგიური ფერწერა[2] , საჟანრო ფერწერა[2] , ისტორიული ფერწერა[2] , პორტრეტი[2] და ალეგორია[4] |
ცნობილი ნამუშევრები |
ტკბობის ბაღი, წმინდა ანტონის ცდუნება |
ჰიერონიმუს ბოსხი (ნიდერლ. Jheronimus Bosch, ნამდვილი სახელი ჰიერონიმუს ვან აკენი (ნიდერლ. Jheronimus van Aken; დ. დაახ. 1450, ჰერტოგენბოსი — გ. 9 აგვისტო, 1516, იქვე) — ნიდერლანდელი ფერმწერი.
ბოსხი ხატავდა რელიგიურ, ალეგოროულ და ჟანრულ სურათებს. მისი ცნობილი სურათები — ტკბობის ბაღი, სამოთხე, მოგვთა თაყვანისცემა დაცულია პრადოს მუზეუმში, მადრიდი, ესპანეთი. ბოსხის შემოქმედების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ფანტასტიკურისა და რეალურის შერწყმა. ბოსხის სურათები სივრცობრივი და დეკორატიულია. ფერმწერის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს წმინდანთა ცდუნების თემას, სადაც მორწმუნეთა მორალური სიმტკიცე უპირისპირდება სამყაროში გაბატონებულ საცდურსა და შიშს. ასევე აღსანიშნავია თანამედროვე თემებზე შექმნილი სურათები: თავის ოპერაცია, ძე შეცდომილი და სხვა. ბოსხის მნიშვნელოვანი ნამუშევარია ალეგორიული ხასიათის სურათი თივის გადატანა, რომლის სიუჟეტი ხალხურ ანდაზებთანაა დაკავშირებული.
ბოსხი არასოდეს აწერდა თარიღს თავის ნამუშევრებს, ხელმოწერილიც მხოლოდ რამდენიმეა. დღესდღეობით, მხოლოდ 25 სურათია შემორჩენილი, რომლის ავტორად ბოსხია მიჩნეული. ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ ფერმწერის გარდაცვალების შემდეგ მისი ბევრი ნამუშევარი შეიძინა, რის შედეგადაც პრადოს მუზეუმი ბოსხის რამდენიმე სურათს ფლობს. ბოსხს ჰყავდა მიმბაძველები, მისი შემოქმედების ერთ-ერთი გამგრძელებელია პიტერ ბრეიგელი.
ჰიერონიმუს ბოსხის ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტკბობის ბაღი (ტრიპტიქი) - 1466 წლის შემდეგ - პრადოს მუზეუმი, მადრიდი, ესპანეთი;
- მოგვთა თაყვანისცემა (ტრიპტიქი) - 1490-1498 - პრადოს მუზეუმი, მადრიდი, ესპანეთი;
- თავის ოპერაცია - 1500 წლის შემდეგ - პრადოს მუზეუმი, მადრიდი, ესპანეთი;
- შვიდი სასიკვდილო ცოდვა და ოთხი უკანასკნელი რამ - 1500-1510 - პრადოს მუზეუმი, მადრიდი, ესპანეთი;
- თივის გადატანა (ტრიპტიქი) - წლები 1500-1515 - ასლი - პრადოს მუზეუმი, მადრიდი, ესპანეთი;
- იოანე ნათლისმცემელი - 1495 წლის შემდეგ - მადრიდი, ესპანეთი;
- წმინდა ანტონის ცდუნება (ტრიპტიქი) - 1501 წლის შემდეგ - ანტიკური ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, ლისაბონი, პორტუგალია;
- წმინდა იერონიმო ლოცვისას - 1482 წლის შემდეგ - სამეფო მუზეუმი, გენტი, ბელგია;
- ქრისტე ჯვრის ტვირთვისას - 1516 - სამეფო მუზეუმი, გენტი, ბელგია;
- ჯვარცმული ქრისტე - 1480-1485 - ბრიუსელი, ბელგია;
- უკანასკნელი სამსჯავრო - 1486 წლის შემდეგ - ბროუგე, ბელგია;
- ძე შეცდომილი - 1503 - როტერდამი, ნიდერლანდები;
- ქორწილი ქანანში - 1500 - ასლი - როტერდამი, ნიდერლანდი;
- წმინდა ქრისტეფორე - 1505 - როტერდამი, ნიდერლანდი;
- თაღლითი - 1475-1480 - პარიზი, საფრანგეთი;
- ბრიყვთა გემი - 1490-1500 - ლუვრი, პარიზი, საფრანგეთი;
- გაუმაძღრობის ალეგორია - 1500 - იელის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეა, კონექტიკუტი, აშშ;
- ძუნწის სიკვდილი - 1500 - ხელოვნების ეროვნული გალერეა, ვაშინგტონი, აშშ;
- უკანასკნელი სამსჯავრო (ტრიპტიქი) - 1482 წლის შემდეგ - ვენა, ავსტრია;
- ეკლის გვირგვინის დადგმა - 1508-1509 - ეროვნული გალერეა, ლონდონი, ინგლისი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰიერონიმუს ბოსხი ხელოვნების ენციკლოპედიაში
- ბოსხის სამყარო დაარქივებული 2007-02-19 საიტზე Wayback Machine.
- ბოსხის მაღალი ხარისხის სურათები
- ჰიერონიმუს ბოსხის სურათების მიხედვით შექმნილი ფიგურები
- ჰიერონიმუს ბოსხი, ცხოვრება, შემოქმედება, გალერეა (ქართ)