ჰენრიხ ჰრინევსკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართლის დედა — ჰენრიხ ჰრინევსკის ნიმუში

ჰენრიხ (ჰენრიკ) ჰრინევსკი (პოლ. Henryk Hryniewski; დ. 22 ნოემბერი, 1869, ქუთაისი — გ. 1937) — პოლონელ-ქართველი მხატვარი, არქიტექტორი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს არქიტექტურის მკვლევარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა ქუთაისში გადასახლებული პოლონელის ოჯახში. მამის სიკვდილის შემდეგ დედასთან ერთად გაემგზავრა იტალიაში. ფლორენციაში დაამთავრა ტექნიკური სასწავლებელი და ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ 1889 წელს იძულებული გახდა დაბრუნებულიყო ქუთაისში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად.

მოგვიანებით ჰრინევსკიმ გააგრძელა სწავლა არქიტექტურის ფაკულტეტზე კარლსრუეს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, რის შემდეგაც დაბრუნდა იტალიაში, სადაც დაამთავრა სამხედრო განათლების კურსი. 1898 წელს ის დაბრუნდა საქართველოში და ცხოვრობდა თბილისში.

მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შუასაუკუნეების საქართველოს არქიტექტურის შესწავლაში. იგი აკვარელების ციკლ „საქართველოს ძველი არქიტექტურის“, კლასიკურ ორნამენტსა და არქიტექტურული ნაგებობების გაფორმებაში ფერების გამოყენების ნაშრომების ავტორია.

1912 წელს სპეციალურმა კომისიამ ივანე ჯავახიშვილის თავმჯდომარეობით ჰრინევსკის დაავალა საქართველოს ლიტერატურის კლასიკოსის, ილია ჭავჭავაძის, მოთხრობებზე ილუსტრაციების შექმნა. წიგნი გამოვიდა 1914 წელს და ეს დიდი მოვლენა იყო საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში.

1902 წლიდან ასწავლიდა კავკასიის სახვითი ხელოვნების ხელშეწყობის საზოგადოების სამხატვრო სასწავლებელში, ხოლო 1918-1921 წლებში მისი დირექტორი იყო. ჰენრიხი ერთ-ერთი დამაარსებელი იყო თბილისის სამხატვრო აკადემიისა, სადაც ასწავლიდა 1922—1937 წლებში.

დააკავეს და რეპრესირებულ იქნა 1937 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • М. Хубуа. Поляк с душой грузина.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]