ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუზეუმის შენობა, XIX ს ბოლო პერიოდი (ამ დროსითვის აქ სასულიერო სემინარიაა).

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (შემომკლებით ხელოვნების მუზეუმი) - საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენელი ერთეული, წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშთა უდიდეს სახელმწიფო საცავ-მუზეუმს საქართველოში. დაარსდა 1932 წლის 5 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გალერეის ბაზაზე, რომელიც 1920 წელს დიმიტრი შევარდნაძის თაოსნბით დაარსდა თბილისში.

მუზეუმის საგანძურში გამოფენილია ქართული ჭედური და ფერწერული ხატები, ტიხრული მინანქრის, საიუველირო ნაკეთობების, მხატვრული ქსოვილებისა და ნაქარგობის უნიკალური ძეგლები. ასევე, ძველი ქართული კედლის მხატვრობის ნიმუშები, ქართველ მხატვართა შედევრები, რუსული, ევროპული თუ აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნების ძეგლები.

შენობა[რედაქტირება]

შენობა, რომელშიც მუზეუმია, 1835 წელს მდიდარმა ვაჭარმა იაკობ ზუბალაშვილმა ააგებინა შვეიცარიელ არქიტექტორს ბერნარდოცის რუსეთში იმ დროს მოდურ კლასიცისტურ სტილში. თავდაპირველად შენობაში სასტუმრო იყო განთავსებული. 1840 წელს იგი საეგზარქოსომ შეიძინა და მასში სასულიერი სემონარია განათავსა. 1905 წლამდე სემინარია ამ შენობაში მდებარეობდა შემდეგ სემინარია გადაიტანეს ვაკეში (დღევანდელი მე-9 საავადმყოფო). მიუხედავად ამისა, 1917 წლის რევოლუციამდე პუშკინის 4 ნომერში მდებარე შენობა რუსული სასულიერო უწყების განკარგულებაში რჩებოდა. 1921 წელს ყოფილ სასულიერო სემინარიის შენობას პირველადი ფუნქცია დაუბრუნეს და მასში სასტუმრო „პალასი“ განთავსდა. 1950 წელს შენობაში დაიწყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგაც იქ ბინა დაიდო საქართველოს ხელოვნების მუზეუმმა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: