ჰამფრი დეივი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰამფრი დეივი

ჰამფრი დეივი
ჰამფრი დეივი
დაბადების თარიღი 17 დეკემბერი 1778
დაბადების ადგილი პენზანსი
გარდაცვალების თარიღი 29 მაისი 1829
გარდაცვალების ადგილი ჟენევა, შვეიცარია
სამეცნიერო სფერო ქიმია, ფიზიკა

სერ ჰამფრი დეივი (ინგლ. Humphry Davy; დ. 17 დეკემბერი 1778, პენზანსი — გ. 29 მაისი 1829, ჟენევა) — ინგლისელი ქიმიკოსი, ფიზიკოსი და გამომგონებელი.

ბიოგრაფია, აღმოჩენები[რედაქტირება]

დევი დაიბადა პენზანსში (კორნუოლი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) 1778 წლის 17 დეკემბერს. 1801 წელს სამეფო ინსტიტუტის ასისტენტი, 1802 წლიდან პროფესორი, 1820 წლიდან ლონდონის სამეფო საზოგადოების პრეზიდენტი.

დეივისთან სწავლობდა და მუშაობდა მაიკლ ფარადეი.

20 წლის ჰამფრი დეივიმ აფთიაქში მუშაობის დაწყებისთანავე გააკეთა აღმოჩენა, რომელმაც განსაზღვრა მისი შემდგომი მოღვაწეობის ბედი– მან დაამტიკიცა რომ აზოტის ქვეჟანგი (N2O-მალხენი აირი) ტკივილს აყუჩებს. ელექტროლიზის თავისებური ხერხის გამოგონებით დეივიმ შეძლო დაეშალა ნატრიუმისა და კალიუმის ჰიდროქსიდები და თავისუფალი სახით მიიღო ეს ორი ტუტე მეტალი. მოკლე ხანში მეცნიერმა თავისუფალი სახით გამოყო კალციუმი, მაგნიუმი, სტრონციუმი, ბარიუმი. ჰამფრი დეივი 6 ახალი ქიმიური ელემენტის პირველაღმომჩენად ითვლება. მან დეტალურად შეისწავლა ქლორწყალბადმჟავა და ქლორი. მანვე შეიმუშავა მჟავათა წყალბადური თეორია.

ელექტროდენთან მუშაობამ ჰამფრი დეივი მიიყვანა ელექტრული რკალის აღმოჩენისთან, რაც შემდგომ ზეძლიერი ნათურების – რეფლექტორების, შუქურებისა და მსგავსი მოწობილობების შესაქმნელად გამოიყენეს. დეივის ეკუთვნის სპეციალური სანათის კონსტრუქცია მეშახტეთათვის (გამოიგონა 1815 წელს), რომლის უსაფრთხო მოქმედება გამორიცხავდა აირების აფეთქებას და ხანძარს მაღაროებსა და ჭაურებში.

თვითონ ეს გამოჩენილი სწავლული თავის საუკეთესო აღმოჩენად მიიჩნევდა მაიკლ ფარადეის გამოყვანას მსოფლიო მეცნიერების სარბიელზე. გარდაიცვალა ჟენევაში (შვეიცარია).

ლიტერატურა[რედაქტირება]

საბავშვო ენციკლოპედია, გვ. 16; თბილისი, 2006.