მაიკლ ფარადეი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაიკლ ფარადეი

მაიკლ ფარადეი (Michael Faraday, FRS) (დ. 22 სექტემბერი, 1791 – გ.25 აგვისტო, 1867) — ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი (ან ნატურფილოსოფოსი, იმდროინდელი ტერმინოლოგიით),

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ლონდონელი მჭედლის ჯეიმზ ფარადეის ოჯახში 1791 წლის 22 სექტემბერს დაიბადა მესამე შვილი მაიკლ ფარადეი. მომავალში გამოჩენილმა მეცნიერმა დაწყებითი სკოლა ვერ დაამთავრა. ოჯახის დუხჭირი ცხოვრების გამო მაიკლი იძულებული გახდა შეეწყვიტა სწავლა და წიგნების მკინძავის შეგირდი გამხდარიყო. მან ეს ხელობა ბრწყინვალედ აითვისა, მაგრამ წიგნები უფრო მეტად აინტერესებდა ვიდრე მათი კინძვა. ბევრს კითხულობდა, ამავე დროს ხშირად ესწრებოდა საჯარო ლექციებს, რაშიც მას ახალისებდა უფროსი ძმა რობერტი, რომელიც ფულს აძლევდა ლექციებზე შესასვლელი ბილეთებისა.

ფარადეი და ჰემფრი დევი[რედაქტირება]

1812 წელს ფარადეიმ მოისმინა ცნობილი ინგლისელი ფიზიკოსისა და ქიმიკოსის ჰემფრი დევის ლექციების კურსი. დევისა და ფარადეის ურთიერთობების შედეგად, რაც ერთი წელი გაგრძელდა, დევიმ ფარადეი ლაბორანტად აიყვანა და ორწლიან მოგზაურობაში თან წაიყვანა. მოგზაურობის დროს მან გაიცნო გამოჩენილი ფიზიკოსები და ქიმიკოსები – ამპერი, გეი–ლუსაკი და სხვები.
პარველ ხანებში ფარადეი ქიმიაში მუშაობდა და მან 1824 წელს ქლორი გაათხევადა. ეს იყო პირველი თხევადი გაზი მსოფლიოში. ერთი წლის შემდეგ ფარადეიმ ბენზოლი მიიღო.
1824 წელს ფარადეი სამეფო საზოგადოების წევრი გახდა, ხოლო 1827 წელს პროფესორის კათედრა მიიღო.
1821 წელს ერსტედის აღმოჩენის გავლენით ფარადეიმ თავის დღიურში ჩაწერა ,,გადავაქციოთ მაგნეტიზმი ელექტრობად". ეს ფრაზა გახდა მისი კვლევის მეცნიერული პროგრამა ათი წლის განმავლობაში და 1831 წელს აღმოაჩინა ელექტრომაგნიტური ინდუქციის მოვლენა.
1833 წელი ფარადეის მეცნიერულ შემოქმედებაში აღსანიშნავია იმით, რომ მან დაიწყო შესანიშნავი ნაშრომი ,,ექსპერიმენტული გამოკვლევები ელექტრობაში", რომელიც ოცდამეათეჯერ 1855 წელს გამოიცა.
მაიკლ ფარადეი გარდაიცვალა 1867 წლის 25 აგვისტოს. მაიკლ ფარადეის პატივსაცემად, ელექტროტევადობის ერთეულს ფარადა უწოდეს.

მაიკლის წვლილი[რედაქტირება]

ფარადეის მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ელექტრომაგნეტიზმისა და ელექტროქიმიის დარგების განვითარებაში. მან აღმოაჩინა ელექტრომაგნიტური ინდუქცია, დიამაგნეტიზმი და ელექტროლიზი. მანვე დაადგინა რომ მაგნეტიზმს შეეძლო სინათლის სხივებზე ზემოქმედება და რომ ამ ორ ფენომენს შორის ურთიერთქმედება არსებობდა. როგორც ქიმიკოსმა ფარადეიმ აღმოაჩინა ბენზინი, პოპულარიზაცია გაუწია ისეთ ტერმინებს როგორიცაა ანოდი, კათოდი, ელექტროდი და იონი.