ჯონ პეტრუჩი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ პეტრუჩი
John Petrucci - 04.jpg
ჯონ პეტრუჩი Dream Theater-თან ერთად რიოში 2012.
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯონ პიტერ პეტრუჩი
დაბ. თარიღი 12 ივლისი, 1967 (1967-07-12) (47 წლის)
ლონგ-აილენდი,
ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი პროგრესული მეტალი, ინსტრუმენტული როკი,
პროგრესული როკი, ჯაზი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ვოკალი,
ბას გიტარა
აქტიური 1985 წლიდან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Roadrunner/Sound Mind Music
ასოციაციები Dream Theater, G3, Liquid Tension Experiment, Explorers Club, Nightmare Cinema
საიტი www.johnpetrucci.com

ჯონ პიტერ პეტრუჩი (დ. 12 ივლისი, 1967) — ამერიკელი გიტარისტი და სიმღერების ავტორი. უკეთ ცნობილია, როგორც პროგრესული მეტალ ჯგუფის Dream Theater დამაარსებელი წევრი. მისი ჯგუფის ყოფილ წევრ მაიკ პორტნოისთან ერთად, იგი ასევე ეწევა საპროდიუსერო საქმიანობას: Dream Theater-ის ყველა ალბომის პროდიუსერია 2000 წლის ალბომის Metropolis Pt. 2: Scenes from a Memory გამოსვლის შემდეგ. იგი წარმოადგენს ასევე შემცვლელ ვოკალისტს აღნიშნულ ჯგუფში.

პეტრუჩის მონაწილეობა აქვს მიღებული ჯო სატრიანის პროექტში G3 ექვსჯერ, ყველაზე მეტჯერ, ვიდრე ნებისმიერ სხვა მოწვეულ გიტარისტს. 2009 წელს იგი დასახელებული იქნა მეორე უდიდეს გიტარისტად ჯოელ მაკლვერის წიგნში „ასი უდიდესი მეტალ გიტარისტი.“[1] იგი დასახელდა ასევე „ყველა დროის გიტარის ათ უდიდეს შრედერს“ შორის ჟურნლის GuitarOne მიერ.[2]

თავის ერთ-ერთ საგიტარო გაკვეთილში პეტრუჩი აღნიშნავს, რომ მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა ჯეიმზ ჰეტფილდმა მეტალიკიდან.[3] იგი სტივ მორსსაც ასახელებს მის გავლენიან გიტარისტებს შორის ერთ-ერთ უდიდესად. კიდევ ერთი გიტარისტი, რომელმაც პეტრუჩიზე გავლენა იქონია, ალექს ლაიფსონია ჯგუფ რაშიდან. პეტრუჩიმ მისგან აითვისა უფრო სრული აკორდებისა და უფრო მძიმე მისამღერის დაკვრის ტექნიკა და ეფექტები. ამასთან ერთად, იგი დევიდ გილმორის გიტარის ემოციური დაკვრის დიდი გავლენის ქვეშაც იმყოფება.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. დეივ მასტეინი განიხილავს „ას უდიდეს გიტარისტს“
  2. ყველა დროის საუკეთესო შრედერები. RandyCiak.com. წაკითხვის თარიღი: 2008-02-26.
  3. ჟურნალი Total Guitar, გაერთიანებული სამეფო, 2007 წლის დეკემბერი, გვ.45

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]