ერიკ ჯონსონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერიკ ჯონსონი
Eric Johnson cropped.jpg
ბიოგრაფია
მეტსახელი EJ
დაბ. თარიღი 17 აგვისტო, 1954 (1954-08-17) (59 წლის)
ოსტინი, ტეხასი, აშშ
ჟანრ(ებ)ი როკი, ინსტრუმენტული როკი, ნიუ ეიჯი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, ფორტეპიანო
აქტიური 1969 წლიდან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Ark21 Records,
Warner Bros.,
Capitol Records,
Favored Nations
ასოციაციები G3, Alien Love Child, Electromagnets
საიტი EricJohnson.com

ერიკ ჯონსონი (დ. 17 აგვისტო, 1954) — ამერიკელი გიტარისტი და მუსიკოსი ოსტინიდან, ტეხასი. იგი კარგადაა ცნობილი მისი წარმატებებით ინსტრუმენტული როკის ჟანრში. მიუხედავად ამისა, ჯონსონი ხშირად უთავსებს ერთმანეთს ჯაზს, ფიუჟენს, ნიუ ეიჯს, გოსპელსა და ქანთრის სტილის მუსიკას მისივე ჩანაწერებში.[1] ჯონსონი წერს და ასრულებს ვოკალურ პარტიებსაც. იგი არის ასევე გამოცდილი პიანისტი.

ჟურნალმა Guitar Player ჯონსონს უწოდა „პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი გიტარისტი“.[2] ჯონსონის სტილისტურმა დივერსიფიკაციამ და გიტარის ტექნიკურმა ცოდნამ მაღალი შეფასება მიიღო ისეთი გიტარისტების მხრიდან, როგორებიც არიან: კარლოს სანტანა, ერიკ კლეპტონი, ალან ჰოლდსუორთი, ლარი კარლტონი, სტივ მორსი, ბილი გიბონსი, ჯონი ვინტერი, ჯეფ ბაქსტერი, ბი ბი კინგი, ჯო სატრიანი და სტივი რეი ვონი. 1990 წელს ჯონსონმა ჩაწერა არა ერთ გზის პლატინად შეფასებული ალბომი Ah Via Musicom. მასშია შესული სინგლი Cliffs of Dover, რისთვისაც 1991 წელს ჯონსონმა მიიღო გრემი კატეგორიაში „საუკეთესო როკ-ინსტრუმენტული შესრულება“.[3]

ერიკ ჯონსონს სამჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა ჯო სატრიანის პროექტში G3. ამ მაჩვენებლით იგი უტოლდება პოლ გილბერტს და მასთან ერთად ინაწილებს მეორე ადგილს (პირველი ამ მხრივ ჯონ პეტრუჩია, რომელსაც ექვსჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული) მოწვეულ გიტარისტებს შორის.

სოლო ალბომები[რედაქტირება]

ჯილდოები და ჩარტები[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. მეტ პინსონი. "Eric Johnson: In Full Bloom". (2006-08-06) MusicPlayers.com.
  2. ჯიმი ლესლი. "On Tackling Odd Meters: Eric Johnson". (2006 წლის აგვისტო) ჟურნალი Guitar Player
  3. 3.0 3.1 ერიკ ჯონსონი საიტზე Grammy.com.