ჯერალდტონი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
ჯერალდტონი
Geraldton
|
ჯერალდტონი (ინგლ. Geraldton) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, დასავლეთი ავსტრალიის შტატში. 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 31 553 ადამიანს, ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით ამ ქალაქს 42-ე ადგილი უკავია. ქალაქის ფართობი შეადგენს 189 კმ²-ს. შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ პერტიდან დაშორებულია 424 კილომეტრით. ჯერალდტონი არის საპორტო ქალაქი, რომელიც გაშენებულია ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. დაარსდა 1850 წელს. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- City of Geraldton-Greenough
- Western Australian Museum - Geraldton
- HMAS Sydney II Memorial Geraldton
- Geraldton Port Authority
- Geraldton-Greenough Regional Library
|
||||||||||||||