ბანბერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
ბანბერი
Bunbury
|
ბანბერი (ინგლ. Bunbury) — ქალაქი დასავლეთი ავსტრალიის შტატში. 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 57,744 კაცს, ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით მას 27-ე ადგილი უკავია. ფართობი 138.7 კმ², სიმჭიდროვე 396 ადამიანი/კმ²-ზე. შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ პერტიდან დაშორებულია 175 კილომეტრით, ქალაქ მონდურაჰიდან 108 კილომეტრით. ბანბერი საპორტო ქალაქია, რომელიც გაშენებულია ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. დაარსდა 1836 წელს.
ქალაქის ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი ივლისი და აგვისტო. ატმოსფერული ნალექების ყოველწლიური რაოდენობა უდრის 737.9 მმ-ს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ბანბერის ვებ-გვერდი
- Bunbury Historical Society's King Cottage Museum
- Local History of Bunbury
- Bunbury Port Authority
სქოლიო [რედაქტირება]
|
||||||||||||||