დანილოვის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დანილოვის მონასტერი
დანილოვის მონასტერი — რუსეთი
დანილოვის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°42′39″ ჩ. გ. 37°37′50″ ა. გ. / 55.71083° ჩ. გ. 37.63056° ა. გ. / 55.71083; 37.63056
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მამათა სტავროპიგიალური მონასტერი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710186000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIII საუკუნე

დანილოვის მონასტერი (რუს. Данилов монастырь) — მამათა სტავროპიგიალური მართლმადიდებლური მონასტერი მოსკოვში. მონასტერი დაარსებულია XIII საუკუნეში. მდებარეობს მდინარე მოსკოვის მარჯვენა ნაპირზე.

მონასტერი ამ სახით დაარსებულია 1560 წელს, იმ ადგილზე, სადაც გადმოცემით არსებობდა სავანე, რომელიც წარმოიშვა XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე. აღნიშნული მონასტერი დაუარსებია მოსკოვის დიდ მთავარ დანიელს, ალექსანდრე ნეველის უმცროს შვილს. XVI-XVII საუკუნეებში შედიოდა გამაგრებული მონასტრების სიაში, რომელიც მოსკოვს იცავდა სამხრეთიდან.

მონასტრის აღორძინება დაიწყო 1983 წელს. ამ წლიდან იგი სტავროპიგიალურია და ამ პერიოდიდან იგი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო-ადმინისტრაციული ცენტრია. მის ტერიტორიაზე მდებარეობდა მოსკოვის საპატრიარქოს შიდა საეკლესიო კავშირების განყოფილება, ასევე სინოდალური რეზიდენცია, სადაც იმართებოდა წმინდა სინოდის კრებები.

მონასტერი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეგენდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საეკლესიო გადმოცემა დანილოვის მონასტერს აგვიწერს, როგორც უძველეს მონასტერს მდინარე მოსკოვის ნაპირზე. გადმოცემის თანახმად იგი დააარსა მოსკოვის მთავარმა დანიელ ალექსანდრეს ძემ, თავისი მფარველი ანგელოზის დანიელ მესვეტის პატივისცემის ნიშნად. კრემლის ისტორიის მკვლევარი ალექსანდრე ვორონოვი მიუთითებს 1282 წელს, როდესაც დანიელმა თავის ძმებთან დიმიტრისთან და ანდრეასთან კონფლიქტი მოაგვარა ვლადიმირის დიდი სამთავროსთან დაკავშირებით.

სხვა ლეგენდები გადმოგვცემენ, რომ გარდაცვალებამდე თავადი ბერად აღიკვეცა და დაკრძალეს დანილოვის მონასტერში.

არსებობს გადმოცემა, რომ სწორედ დანილოვის მონასტერში დაარსდა პირველი სამთავარეპისკოპოსო მოსკოვის სამთავროში.

ისტორიული ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებული მონასტერი დააარსა ან აღადგინა ივანე მრისხანემ 1560 წელს, სავარაუდოდ ყოფილი სამონასტრო ნეკროპოლის ადგილზე[1]. ერთი წლის შემდეგ მეშვიდე საეკლესიო კრების მამათა სახელზე ეკლესია აკურთხა მოსკოვის მიტროპოლიტმა მაკარიმ.

1591 წელს, მას შემდეგ, რაც ყირიმის ხანი კაზი-გირეი მიუახლოვდა მოსკოვს, დანილოვის მონასტრის ახლოს ჩააყენეს რუსული კოლონა - გამაგრებული მოძრავი ბანაკი. 1606 წელს დანილოვის მონასტერს თავს დაესხა ივანე ბოლოტნიკოვისა და ფილიპ პაშკოვის ბანდა მეფე ვასილი შუისკის ჯარებთან ერთად. 1607 წელს დანილოვის მონასტერთან სიკვდილით დასაჯეს თვითმარქვია ილეიკო მურომეცი. ეკლესია არეულობის ხანის პერიოდში საბრძოლო მოქმედებების კერა იყო. ძლიერ დაზარალდა 1610 წელს.

XVII საუკუნის დასაწყისში გარს შემოარტყეს აგურის კედელი შვიდი კოშკით. 1710 წლისათვის ვანილოვის მონასტერი მოითვლიდა 30 ბერს, 1764 წელს - 12 ბერს წინამძღვრით, 1900 წელს კი - 17 ბერს. სერიოზულად დაზიანდა 1812 წელს ფრანგების შეჭრის შემდეგ.

პირველი დოკუმენტალური მტკიცებულება მონასტრის მიერ მიწის მფლობელობის შესახებ, განეკუთვნება 1785 წელს. XIX საუკუნის ბოლოს მონასტრის კუთვნილებაში იყო 178 დესეტინა მიწის ნაკვეთი და რამდენიმე სახლი მოსკოვში. 1805 წელს მონასტერთან ააგეს სათნოების სახლი. 1917 წლისათვის მონასტერში იყო 19 ბერი და ოთხი მორჩილი და ეკუთვნოდათ 164 დესეტინა მიწა.

1918 წელს, მონასტრის ფორმალური დახურვის შემდეგ იგი კვლავ განაგრძობდა აქტიურ სამონასტრო ცხოვრებას 1930 წლამდე. 1929 წელს მიიღეს სპეციალური დადგენილება მონასტრის დახურვის შესახებ. 1931 წელს გაანადგურეს მონასტრის ნეკროპოლისი. 1920-იან წლებში სამონასტრო წიგნები და ხელნაწერი დოკუმენტები გადაიტანეს მოსკოვის არქივში.

1930 წელს მონასტრის ტერიტორიაზე გახსნეს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის იზოლიატორი რეპრესირებული ოჯახების ბავშვებისათვის[2]. 1932 წლამდე ღვთისმსახურება კვლავ მიმდინარეობდა აღდგომის ეკლესიის განახლების სახელობის ეკლესიაში.

თავად დანიელის სხეული ინახებოდა მეშვიდე კრების მამათა სახელობის ეკლესიაში. 1917 წლივან 1930 წლამვე კი სამების ტაძარში. 1930 წელს გადაასვენეს აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარში. აღნიშნული ტაძრის დახურვის შემდეგ თავად დანიელის ცხედრის ბედი უცნობია.

1982 წლის ნოემბერში, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, საბჭოთა კავშირის გენერალურმა მდივანმა ლეონიდ ბრეჟნევმა ხელი მოაწერა ბრძანებას მოსკოვის საპატრიარქოსათვის დონის მონასტრის გადაცემის შესახებ. 1983 წლის მაისის ბოლოს დონის მონასტერი შეიცვალა დანილოვის მონასტრით[3]. აღდგენილი მონასტრის მამასახლისად დაინიშნა მთავარეპისკოპოსი ევლოგი (სმირნოვი). მონასტერი აღდგა, როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო და ადმინისტრაციული ცენტრი.

1988 წლის 26 მარტს აკურთხეს ზემო ტაძარი მეშვივე საეკლესიო კრების სახელზე. ამავე წელს მონასტერს სტუმრობდა აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, მისი მეუღლე და სახელმწიფო მდივანი ჯორჯ ბუში.

1988 წლის 12 ივნისს მონასტრის მოედანზე აღნიშნეს რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლისთავი. საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდა ანტიოქიის პატრიარქი ეგნატე IV, იერუსალიმის პატრიარქი დიოდორე I, მოსკოვის პატრიარქი პიმენი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რუმინეთის პატრიარქი თეოქტისტე, ბულგარეთის პატრიარქი მაქსიმე და კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს I.

ამჟამად მონასტერი არის სტავროპიგიალური, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მმართველი-წინამძღვარი არის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Дионисий (архимандрит), Даниловский мужской монастырь третьего класса, М., 1898.
  • Ульянов О. Г. Даниловский монастырь (Свято-Данилов) // Энциклопедия «Москва». М.: Большая Российская Энциклопедия, 1997.
  • Архиепископ Евлогий (Смирнов). Это было чудо Божие. М., 2000.
  • Аверьянов К. А. Где находился древнейший монастырь Москвы? // Историческая география России: новые подходы. Сборник статей, посвященных 70-летию В. М. Кабузана. М., 2004, стр. 20 — 48.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]