სირენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სირენები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Sirenia

სირენები (Sirenia) — ზღვის ძუძუმწოვრების რიგი, რომელშიც გაერთიანებულია 3 ოჯახი: ლამანტინისებრნი (3 სახეობა), დიუგონისებრნი (1 სახეობა დიუგონი) და ზღვის ძროხისებრნი (1 სახეობა — ზღვის ძროხა, რომელიც ამოწყდა XVIII საუკუნეში). ცხოვრობენ ზღვაში, ხმელეთზე არ გამოდიან. აქვთ მობლაგვებული თავი, რომლის წვერზე ნესტოებია. აქვთ მასიური წინა ფარფლები, მოძრავი და მოკლე კისერი, ორლაპოტიანი კუდი, რომელიც ძირითადი სამოძრაო ორგანოა. იკვებებიან წყლის მცენარეებით, ლამანტინის მაკეობა გრძელდება 5-6 თვემდე, დიუგონისა — 11 თვემდე. შობენ თითო ნაშიერს. სირენების რაოდენობა ყველგან კლებულობს და საჭიროებს საყოველტაო დაცვას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]