დამანები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დამანები
Ein klippschliefer.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: დამანები
ლათინური სახელი
Hyracoidea
დაცვის სტატუსი

დამანები, ჰირაქსები (Hyracoidea), ძუძუმწოვრების რიგი. მათი სხეულის სიგრძეა 30-60 სმ, კუდისა — 1-3 სმ, წომა დაახლოებით 4,5 კგ. აქვთ დიდი თავი, მოკლე და სქელი კისერი, მოკლე კიდურები, წინა ფეხებზე ოთხ-ოთხი, უკანაზე კი სამ-სამი თითი, თათების ძირზე პატარა ბალიშები. რაიმეზე დაყრდნობისას თათის ცენტრალური ნაწილი ზევით იწევს, წარმოიქმნება ვაკუუმი და თათი ზედაპირს მიეკვრება; ამას ხელს უწყობს აგრეთვე თათის ძირის ჯირკვლების რეზინისმაგვარი სეკრეტი. ამიტომაა, რომ დამანები თავისუფლად დარბიან ვერტიკალურ კედელზე და ხის ზროზე. დამანებს სხეული ხშირი ბალნით აქვთ დაფარული. ზურგის შუაგულში წაგრძელებული ბალნების კონაა, რომლის ცენტრში მოშიშვლებული ადგილია. აქ იხსნება ჯირკვლები, რომელთა სეკრეტს გამრავლების პერიოდში მკვეთრი სუნი აქვს. ცნობილია დამანების 9 სახეობა. გავრცელებული არიან წინა აზიაში, შუა და სამხრეთ აფრიკაში. დამანების ხორცს საკვებად იყენებენ.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 3, გვ. 352, თბ., 1978

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე