ერთგასავლიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერთგასავლიანები
იქედნე
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Monotremata (Bonaparte, 1837)

ერთგასავლიანები, კვერცხისმდებლები (ლათ. Monotremata) — ძუძუმწოვრების რიგი. შეიცავს 2 ოჯახს: იქედნისებრნს და იხვნისკარტასებრნს. ცნობილია ერთგასავლიანების 5 სახეობა. გავრცელებული არიან ავსტრალიაში, ტასმანიასა და ახალ გვინეაში. ერთგასავლიანები ძუძუმწოვრებს შორის გამონაკლისს წარმოადგენს — კვერცხს დებენ, ხოლო გამოჩეკილ ნაშიერს რძით კვებავენ მათი სარძევე ჯირკვლები მარტივია და აგებულებით ოფლის ჯირკვლების მსგავსია. ძუძუს კერტები არა აქვთ. ნაწლავი და შარდსასქესო მილი კლოაკაში იხსნება. იქედნეს სხეულის ტემპერატურა 30°-მდე აღწევს; ხოლო იხვნისკარტასა 25°-მდე. ზრდადამთავრებულ ერთგასავლიანებს კბილები არა აქვთ. ახალგაზრდა იხვნისკარტას 10 სარძევე კბილი აქვს, რომლებიც ძლიერ ჰგვანან მეზოზოურ ერაში მცხოვრები ძუძუმწოვრების კბილებს. კუნთოვანი ტუჩები არ უვითარდებათ.

კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]