ძველი ესტონეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძველი ესტონეთი — მოიცავს ესტონეთის ისტორიის პერიოდს მის ტერიტორიაზე დამწერლობის გავრცელებამდე.

უკანასკნელ გამყინვარებამდე, დაახლ. ძვ. წ. 10 ათ. წლამდე ესტონეთის ტერიტორია ჯერ კიდევ არ იყო დასახლებული. ადამიანის დასახლება ესტონეთის ტერიტორიაზე ხდება კუნდის კულტურის პერიოდში (სახელი ეწოდა ქ. კუნდას გამო). ყველაზე უძველესი დასახლებაა პულის დასახლება, რომელიც მდებარეობს ესტონეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდინარე პიარნუს ნაპირზე, ქალაქ სინდის მახლობლად. აღნიშნული დასახლება თარიღდება ძვ. წ. 9600-9500 წლებით[1][2].

ნეოლითის დასაწყისში ჩნდება კერამიკის ჭურჭელი, რომელიც ეკუთვნის ნარვის კულტურას და თარიღდება ძვ. წ. V ათასწლეულით. ყველაზე უძველესი ნიმუშები თარიღდება ძვ. წ. 4 900 წლით.

გვიანი ნეოლითში, დაახლ. ძვ. წ. 2 200 წ. ვრცელდება საბრძოლო ცულების კულტურა, რომელიც ხასიათდება ზოლებიანი კერამიკით და კარგად გაპრიალებული ნავისებური ფორმის ცულებით.

ცულების კულტურის ნიმუშები. ესტონეთის ისტორიის მუზეუმი.

ბრინჯაოს ხანა ესტონთის ტერიტორიაზე ვრცელდება ძვ. წ. 1 800 წელს. ამ პერიოდში ყალიბდება საზღვრები ფინურ-უგრულსა და ბალტიისპირა ხალხებს შორის. იწყება პირველი გამაგრებული დასახლებების ასვასა და რიდალას მშენებლობა კუნძულ საარემააზე.

რომაელებამდელი რკინის პერიოდი იწყება ძვ. წ. 500 წლისათვის და გრძლდება ძვ. წ. I საუკუნემდე, ხოლო რომაული რკინის პერიოდი 50-450 წლებს მოიცავს.

სახელწოდება „ესტონეთი“ პირველად იხსენიება VI საუკუნეში რომაელი ისტორიკოსისა და პოლიტიკური მოღვაწის მაგნუს ავრელიუს კასიოდორიუსის „წერილებში“[3].

სკანდინავიის ქვეყნების გაქრისტიანება იწყება ჩრდილოეთის ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში (1198-1411 წწ.). ესტონეთის გაქრისტიანების შემდეგ ქვეყანა ადმინისტრაციულად დაიყო 8 მააკონდად და 45 კიჰელკონდად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • History of Estonia 2nd Edition. Tõnu Tannberg, Ain Mäesalu, Tõnis Lukas, Mati Laur and Ago Pajur, ISBN 9985-2-0606-1, A/S BIT, Tallinn, 2002;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]