ესტონური ევროს მონეტები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ესტონეთის ევროს მონეტები — ესტონეთის ფულის ნიშნები, შემოღებულნი 2011 წლის 1 იანვარს. ევროს მონეტის ნაციონალურ მხარეს განმასხვავებელ ნიშნებად ესტონეთის თანამედროვე რუკა, 12 ვარსკვლავი, ქვეყნის სახელი ესტონურ ენაზე („EESTI“) და მონეტის მოჭრის თარიღია დატანებული.
სექციების სია |
ნაციონალური მხარის დიზაინი [რედაქტირება]
| 0,01 € | 0,02 € | 0,05 € |
|---|---|---|
| 0,10 € | 0,20 € | 0,50 € |
| 1,00 € | 2,00 € | წარწერა 2 ევროიანი მონეტის სარტყელზე |
|
|
საწყისი კომპლექტი [რედაქტირება]
2010 წლის 1დეკემბრიდან კერძო პირებს ესტონური ევროს საწყისი კომპლექტის ყიდვა 200 კრონად შეეძლოთ. კომპლექტი 12,90 ევროს (200,12 კრონი) ფულად ღირებულებას შეიცავდა. 2010 წლის 31 დეკემბრამდე ისინი იყიდებოდნენ ყველა საბანკო კანტორაში და საფოსტო განყოფილებაში. სულ გამოუშვეს 600 000 ეგზემპლარი.
კომპლექტში 42 მონეტაა:
- 1 ცენტი — 7 მონეტა;
- 2 ცენტი — 6 მონეტა;
- 5 ცენტი — 6 მონეტა;
- 10 ცენტი — 6 მონეტა;
- 20 ცენტი — 6 მონეტა;
- 50 ცენტი — 5 მონეტა;
- 1 ევრო — 4 მონეტა;
- 2 ევრო — 2 მონეტა;
- კომპლექტის უტყუარობის დასამოწმებლად, უსაფრთხოების 1 ჟეტონი.
მოჭრილი მონეტების რაოდენობის ბრუნვა [რედაქტირება]
| ნომინალური ღირებულება[1] | €0.01 | €0.02 | €0.05 | €0.10 | €0.20 | €0.50 | €1.00 | €2.00 | ჯამში |
| 2011 | 32,000,000 | 30,000,000 | 30,000,000 | 30,000,000 | 25,000,000 | 20,000,000 | 16,000,000 | 11,000,000 | 194,000,000[2] |
| 2012 | 25,000,000 | 25,000,000 | * | * | * | * | * | * | 50,000,000[3] |
|
* არცერთი ამ ნომინალის მონეტა არ მოიჭრა ამ წელს |
|||||||||
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ ესტონური ევროს მონეტების წარმოება. ესტონეთის ბანკი. წაკითხვის თარიღი: 2011-11-09.
- ↑ Eesti euromünte vermitakse Soomes 194 miljonit tükki. EPL. წაკითხვის თარიღი: 2010-12-30.
- ↑ Eesti Pank laseb käibele 2012. aasta 1- ja 2-sendised mündid. BoE. წაკითხვის თარიღი: 2012-05-02.