შვედური ესტონეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ესტლანდიის საჰერცოგო
შვედ. Hertigdömet Estland
ესტ. Eestimaa hertsogkond

შვედეთის იმპერიის დომინიონი

 
Flag of the Teutonic Order.svg






15611721 Eestimaa värvid.svg





Sweden-Flag-1562.svg Small coat of arms of Estonia.svg
დროშა გერბი
Sw BalticProv ka.png
XVII საუკუნის შვედეთის იმპერიის ბალტიური პროვინციები
დედაქალაქი რეველი
ენა გერმანული, ესტონური, შვედური
რელიგია ლუთერანობა
მართველობის ფორმა დომინიონი
გენერალ-გუბერნატორი
 - 1674-1681 ანდერს ტორსტენსონი
 - 1687-1704 აქსელ იულიუს დე ლა გარდიე
ისტორია
 - დაარსსდა 4 ივნისი 1561
 - ნიშტადტის საზავო ხელშეკრულება 10 სექტემბერი 1721

ესტლანდიის საჰერცოგო (შვედ. Hertigdömet Estland, ესტ. Eestimaa hertsogkond), ასევე ცნობილია, როგორც „შვედური ესტლანდია“ (შვედ. Svenska Estland) „შვედური ესტონეთი[1] — შვედეთის იმპერიის დომინიონი, რომელიც არსებობდა 1561-1721 წლებში. შვედური ესტონეთის ტერიტორია ჩრდილოეთის ომის დასასრულს მიუერთდა რუსეთის იმპერიას; ამ ომის შედეგები, მათ შორის ტერიტორიული ცვლილებები, დაფიქსირებულია 1721 წლის ნიშტადტის საზავო ხელშეკრულებით.

ჩამოყალიბება[რედაქტირება]

ХVI-ХVII საუკუნეებში შვედურმა მონარქიამ თავისი სიძლიერის უმაღლეს წერტილს მიაღწია. იმ მიზნით, რომ ბალტიის ზღვა შიდა „შვედურ ტბად“ ექციათ, 1561 წელს შვედური არმია რეველში გადმოსხდა და შუა საუკუნეების ლივონიის ჩრდილოეთი ტერიტორიები თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცია, ამასთანავე შვედებმა მიახლოებით იგივე ტერიტორიები დაიკავეს, რაც თავის დროზე დანიელებს ეკავათ. ამგვარად 1561-1721 წლების შვედური ესტონეთი მიახლოებით 1219-1346 წლების დანიური ესტონეთის საზღვრებით წარმოიქმნა. 1581 წელს შვედებმა ასევე ყოფილი ეზელ-ვიკის საეპისკოპოსოს (ამჟამად ლიაენემაას მაზრა) კონტინენტური ნაწილიც დაიპყრეს. ამასთანავე შვედებმა ძველი გერმანული არისტოკრატიის უფლებების შევიწროვება დაიწყეს, რომელიც ესტონეთში ჯერ კიდევ დანიელების მმართველობის დროს ჩამოყალიბდა.

მოსახლეობა[რედაქტირება]

შვედური ესტონეთის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ესტები (80 %) შეადგენდნენ, რომელნიც უპირატესად სოფლად ცხოვრობდნენ. მმართველი კლასის დასაყრდენს ქალაქებში ძირითადად ბალტიელი გერმანელები წარმოადგენდნენ, შედარებით ნაკლებად კი უკვე გაგერმანელებული დანიელები. ამას გარდა შვედების 160 წლიანი მართველობისას ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირო რეგიონებსა და კუნძულებზე დასახლდნენ შვედები და ნაწილობრივ ფინელებიც. ბალტიელი ფინელების რაოდენობის პიკმა 12.000 ადამიანის რაოდენობით (მოსახლეობის 10%) შვედური მმართველობის ბოლო ეტაპებზე მიაღწია. ესტონური მიწების რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ, გერმანულმა უმცირესობამ შეძლო თავისი ეკონომიკურ-სოციალური პრივილეგიების შენარჩუნება, თუმცა იმიგრაციის შემცირების გამო, დაიწყო მოსახლეობაში მათი წილის ნელი, მაგრამ მუდმივი კლება.

დაცემა[რედაქტირება]

1721 წელს, ნიშტადტის საზავო ხელშეკრულების თანახმად, რომელმაც ჩრდილოეთის ომი დაასრულა, შვედური ესტონეთის ტერიტორია გადაეცა რუსეთის იმპერიას. აღსანიშნავია, რომ რუსეთის იმპერიის მიერ ამ მიწების მიერთების შემდეგ პეტრე I-მა გერმანულ არისტოკრატიას მათ მიერ შვედების მმართველობის დროს დაკარგული ყველა უფლება აღუდგინა, თუმცა ესტონელი გლეხების მდგომარეობა ისევ უგულვებელყოფილი დარჩა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლივონური კონფედერაცია ტერა მარიანა ესტონეთის სსრ ლივონიის საჰერცოგო ლივონიის საჰერცოგო ლივონიის საჰერცოგო ლივონიის საჰერცოგო ესტონეთის საჰერცოგო ესტონეთის საჰერცოგო ესტონეთის საჰერცოგო დანიური ესტონეთი დანიური ესტონეთი ევროპის კავშირი ესტონეთი ანტიკური ესტონეთი ესტონეთის ისტორია

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]