რიიგიკოგუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიიგიკოგუ
ესტ. Riigikogu
სურათი
ემბლემა
ტიპი
ორგანოს ტიპი ერთპალატიანი
ხელმძღვანელები
თავმჯდომარე ენე ერგმა, სამამულო კავშირი და Res Publica
2007 წლის 2 აპრილი-დან
სტრუქტურა
წევრები 101
Riigikogu 2023.svg
პოლიტიკური ჯგუფები

მმართველი კოალიცია

ოპოზიციური პარტიები

არჩევნები
ბოლო არჩევნები 2023 წლის 5 მარტი
სხდომების ადგილი
Riigikogu (2011).jpg
საიტი
www.riigikogu.ee

რიიგიკოგუ (ესტ. Riigikogu) — ესტონეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ასევე ირჩევს სახელმწიფოს მეთაურს და ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მთავრობის საქმიანობის კონტროლს.

შემადგენლობა და ფორმირების წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიიგიკოგუს შემადგენლობაში შედის 101 დეპუტატი, რომელსაც 4-წლიანი ვადით ირჩევენ 18 წელს მიღწეული ესტონეთის მოქალაქეები. დეპუტატობის კანდიდატი შეიძლება იყოს ესტონეთის ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 21 წელი. საარჩევნო დღედ მიჩნეულია ბოლო არჩევნებიდან მეოთხე წლის მარტის პირველი კვირა დღე. დანერგილია ხმის მიცემის ელექტრონული წესი, რომელიც იწყება რამდენიმე დღით ადრე.

არჩევნები მიმდინარეობს პროპორციული სისტემით. თუმცა გააჩნია მაჟორიტარული სისტემის ნიშნებიც. მაგალითად თუ კანდიდატმა საარჩევნო ოლქში დააგროვა ხმათა საკმარისი რაოდენობა იგი ავტომატურად შედის პარლამენტში, მიუხედავად იმ შედეგისა, რაც აჩვენა მისმა პარტიამ (ბარიერი პარტიებისთვის 5%).

რიიგიკოგუში არჩეული დეპუტატები ნაწილდებიან ფრაქციებში (ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს 5 დეპუტატი). ერთი პარტიული სიით არჩეულ დეპუტატებს შეუძლიათ მხოლოდ ერთი ფრაქციის ფორმირება.

რიიგიკოგუს დეპუტატს ეკრძალება პარალელურად ეკავოს რაიმე სახელმწიფო თანამდებობა (წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად უწყდება სადეპუტატო უფლებამოსილება).

ვადამდელი არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვადამდელი არჩევნების დანიშვნა შეუძლია სახელმწიფოს მეთაურს ოთხ შემთხვევაში[1].

  • თუ პარლამენტის მიერ რეფერენდუმზე გამოტანილმა საკითხმა არ მიიღო ამომრჩევლების მოწონება.
  • თუ საბიუჯეტო წლის დასაწყისიდან ორი თვის განმავლობაში პარლამენტმა ვერ მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტი.
  • თუ პარლამდენტისადმი პრემიერ-მინისტრის კანდიდატობის წარდგენის უფლების გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში მთავრობის შემადგენლობა არ წარუდგინეს პრეზიდენტს.
  • თუ რიიგიკოგუმ უნდობლობა გამოუცხადა მთავრობას და მთავრობამ, თავის მხრივ, მიმართა პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის.

პარლამენტის უფლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესტონეთის კონსტიტუციის 65-ე მუხლის თანახმად პარლამენტი:

  • იღებს კანონებს და დადგენილებებს.
  • ნიშნავს რეფერენდუმს.
  • ირჩევს რესპუბლიკის პრეზიდენტს.
  • რატიფიცირებას უკეთებს და აუქმებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
  • ავალებს პრემიერ-მინისტრს მთავრობის ფორმირებას.
  • იღებს სახელმწიფო ბიუჯეტს.
  • ნიშნავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მისი თავმჯდომარის წარდგინებით.
  • აცხადებს საგანგებო და საომარ მდგომარეობას, მობილიზაციას და დემობილიზაციას.
  • ირჩევს ესტონეთის ბანკის საბჭოს წევრებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესტონეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1919 წელს გაიმართა დამფუძნებელი კრების არჩევნები. 1920 წელს მიღებული კონსტიტუცია ითვალისწინებდა პარლამენტის - რიიგიკოგუს ჩამოყალიბებას, რომელიც უნდა აერჩიათ საერთო-სახალხო არჩევნების გზით და სამი წლის ვადით.

1934 წლის მარტში ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა შემოიღეს და შემოდგომაზე დეპუტატები უვადო შვებულებაში გაუშვეს. 1937 წელს მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც 1938 წელს ჩატარდა ორპალატიანი ეროვნული კრების არჩევნები (Rahvuskogu; ქვედა პალატა — სახელმწიფო დუმა, ზედა პალატა — სახელმწიფო საბჭო).

  • სახელმწიფო დუმა (ესტ. Riigivolikogu) შედგებოდა 80 დეპუტატისაგან, რომელსაც ირჩევდნენ 5-წლიანი ვადით.
  • სახელმწიფო საბჭო (ესტ. Riiginõukogu), შედგებოდა 40 დეპუტატისაგან. აქედან 6 პარლამენტში მოხვდა როგორც თანამდებობის პირი (მათ რიცხვში მართლმადიდებელი და ლუთერანული ეკლესიის მეთაურები), 10-ს ნიშნავდა პრეზიდენტი, 24 დანიშნული იყო ადგილობრივი თვითმმართველობებისაგან და სათემო ორგანიზაციებისაგან.

1990 წელს არჩეულმა ესტონეთის სსრ-ს უმაღლესმა საბჭომ 1991 წელს გამოაცხადა სსრკ-საგან დამოუკიდებლობა. 1992 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გაიმართა პირველი არჩევნები.

რეზიდენცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიიგიკოგუს რეზიდენცია მდებარეობს ტალინის ცენტრში, ტოომპეის ციხესიმაგრეში. საბჭოთა პერიოდში ამავე შენობაში განთავსებული იყო ესტონეთის სსრ-ის უმაღლესი საბჭო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მას შემდეგ, რაც 1992 წელს ესტონეთის კონსტიტუცია მიიღეს, მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა