სახალხო მეურნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სახალხო მეურნეობა — ამა თუ იმ ქვეყნის მატერიალური და არამატერიალური წარმოების ისტორიულად ჩამოყალიბებულ დარგთა კომპლექსი. მისი ეკონომიკური ბუნება, სტრუქტურა და განვითარების ტემპი განისაზღვრება მოცემულ საზოგადოებაში გაბატონებული წარმოებითი ურთიერთობის ხასიათით. სახალხო მეურნეობის დარგები თვისებრივად ერთგვაროვანი პროდუქციის (ან მომსახურების) მწარმოებელი სამეურნეო ერთეულების (საწარმოები, ორგანიზაციები, დაწესებულებები) ერთობლიობაა.

მატერიალური წარმოების სფეროს განეკუთვნება: წარმოება, მშენებლობა. სოფლის მეურნეობა. სატყეო მეურნეობა, სატვირთო ტრანპოსპორტი, კავშირგაბმულობა, ვაჭრობა, საზოგადოებრივი კვება და სხვ. არამატერიალური წარმოების სფეროს განეკუთვნება: სამგზავრო ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, საბინაო მეურნეობა, კომუნალური მეურნეობა, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა და სხვ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]