ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები
ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები — ჟურნალ ბილბორდის ჩარტი, რომელიც მოიცავს ყველაზე მეტად მოთხოვნად სიმღერებს მენსტრიმულ როკის რადიო სადგურებში, რადიო სადგურებში, სადაც ძირითადად როკ მუსიკას უკრავენ. მოდერნ როკის (ანუ ალტერნატივის) დამკვრელი სადგურები ითვლება ალტერნატიული სიმღერების ჩარტში.
ჩარტი დაარსდა 1981 წლის 21 მარტს ბილბორდის ახალი ნომრის გამოსვლასთან ერთად. მან რამდენჯერმე შეიცვალა სახელი. თავიდან ერქვა „საუკეთესო ტრეკები“ და მას კომპანიონობას უწევდა „როკ ალბომების ჩარტი“. „საუკეთესო ტრეკები“ თავდაპირველად მოიცავდა სამოც საუკეთესო სიმღერას. პირველი ნომერ-პირველი სიმღერა იყო ერიკ კლეპტონის I Can't Stand It. 1984 წლის სექტემბერში ჩარტმა შეიცვალა სახელი და დაერქვა „საუკეთესო როკ ტრეკები“, ხოლო 1986 წლის აპრილიდან — „ალბომის როკ ტრეკები“.[1]
იმისათვის, რომ მოდერნ როკის რადიო სადგურები უფრო ცნობადი გამხდარიყო, ბილბორდმა 1988 წლის 10 სექტემბრის გამოცემასთან ერთად დაიწყო ახალი ჩარტი - „თანამედროვე როკ ტრეკები“. ამ ჩარტის დაარსებიდან ორი თვის განმავლობაში U2-ს სიმღერამ Desire გახდა პირველი სიმღერა, რომელმაც როკ ტრეკების ორივე ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.
1996 წელს ჩარტმა შეიცვალა სახელი და ახლა უკვე „მეინსტრიმული როკ ტრეკების“ სახელით მოევლინა მსოფლიოს.
2003 წლის ივლისში ჩარტმა კიდევ ერთხელ შეიცვალა სახელი და ამჟამინდელი სახელით „ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები“ გამოვიდა ბილბორდის მაშინდელ გამოცემაში. მას შემდეგ ჩარტი თავისუფლად წვდომადი იყო მხოლოდ ჟურნალის ვებ-გვერდზე 2009 წლის ივნისამდე, შემდეგ იგი ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ საიტის აბონენტთათვის. იმ დროისათვის დაარსდა ახალი ჩარტი სახელწოდებით „როკ სიმღერები“, რომელიც აერთიანებდა სამი ჩარტის მონაცემებს.
ბოლო წლებში ხშირდება თანაკვეთა მეისტრიმულსა და ალტერნატულ სიმღერების ჩარტებს შორის. ექვსწელნახევრის განმავლობაში, დაწყებული Aerosmith-ის სიმღერიდან Jaded 2001 წელს, ყველა ნომერ პირველი სიმღერა მეინსტრიმული როკ ტრეკების ჩარტიდან ხვდებოდა ალტერნატიული სიმღერების ჩარტშიც. საბოლოოდ ეს ტენდენცია დაარღვია ოზი ოსბორნის სიმღერამ I Don't Wanna Stop 2007 წლის ივლისში (თუმცა ამით არ დამთავრებულა: ნომერ პირველი მეინსტრიმული სიმღერები მომავალშიც კვლავ ხვდებოდა ალტერნატიული სიმღერების ჩარტში).
ქვემოთ ჩამოთვლილია სიმღერები, რომლებმაც ათზე მეტი კვირა გაატარეს პირველ პოზიციაზე.
21 კვირა
- Loser - 3 Doors Down (2000-01)
20 კვირა
- It's Been Awhile - Staind (2001)
17 კვირა
- Higher - Creed (1999-2000)
- When I'm Gone - 3 Doors Down (2002-03)
16 კვირა
- Touch, Peel and Stand - Days of the New (1997)
15 კვირა
- Interstate Love Song - Stone Temple Pilots (1994)
- Heavy - Collective Soul (1999)
14 კვირა
- So Far Away - Staind (2003)
- Boulevard of Broken Dreams - Green Day (2005)
- Fake It - Seether (2007-08)
- Inside the Fire - Disturbed (2008)
13 კვირა
- Start Me Up - The Rolling Stones (1981)
- How You Remind Me - Nickelback (2001)
- Figured You Out - Nickelback (2004)
- Pain - Three Days Grace (2006-07)
12 კვირა
- Mysterious Ways - U2 (1991-92)
- Like a Stone - Audioslave (2003)
- Save Me - Shinedown (2005-06)
- Dani California - Red Hot Chili Peppers (2006)
11 კვირა
- Remedy - The Black Crowes (1992)
- Turn The Page - Metallica (1999)
- Fall to Pieces - Velvet Revolver (2004)
- Break - Three Days Grace (2009-10)
10 კვირა
- Lightning Crashes - Live (1995)
- The Down Town - Days of the New (1998)
- Scar Tissue - Red Hot Chili Peppers (1999)
- Blurry - Puddle of Mudd (2002)
- Second Chance - Shinedown (2008-09)
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ ჯოელ უიტბარნი (2002). Rock Tracks, გვ. 9. ISBN 0-89820-153-5.