ციცერნავანქის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ციცერნავანქის მონასტერი

ციცერნავანქის მონასტერი (ალტერნატიული გამოთქმა: ძიძერნავანქი; სომხ. Ծիծեռնավանք ან აღოღლანის მონასტერი (აზერ. Ağoğlan monastırı; ითარგმნება, როგორც „თეთრი ბიჭის მონასტერი“) — V-VI საუკუნეების[1][2] სომხური ტაძრი,[3][4][1] რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის ლაჩინის რაიონში. მონასტერი სომხეთის პროვინციის, სიუნიქიდან 5 კმ-თაა დაშორებული.

ეტიომოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციცერნავანქის მონასტრის წინა ხედი

ტაძრის სახელწოდებასთან დაკავშირებით ორი სომხური ინტერპრეტაცია არსებობს. ერთი ვერსიით, ტაძრის დასახელება დაფუძნებულია სომხურ სიტყვაზე ծիծեռնակ, რაც მერცხალს ნიშნავს. მკვლევართა აზრით, ამგვარი ახსნა მომდინარეობს იქიდან, რომ ტაძრის ნანგრევებში მერცხლები იკეთებენ ბუდეებს.[1] მეორე ვერსიით, ტაძრის სახელწოდება მომდინარეობს სომხური სიტყვიდან ծիծեռն, რაც „ნეკა თითს“ ნიშნავს და ტაძარში შენახულ წმინდა გიორგის რელიქვიაზე უნდა მიანიშნებდეს.[5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციცერნავანქის მონასტრის გვერდითი ხედი

ისტორიულად ციცერნავანქის მონასტერი ომხეთის ისტორიული 12 კანტონიდან ერთ-ერთში, აღაჰეჩკში მდებარეობს. XV საუკუნესი აღაჰეჩკი ორ რაიონად გაიყო: ჩრდილოეთ ნახევარს ხოჟორაბერდი ეწოდა, ხოლო სამხრეთ ნახევარს, რომელშიც ციცერავანქიც შედიოდა, ქაშათაღი ეწოდა.[6]

გადმოცემით მიხედვით, ციცერავანქის ბაზილიკაში წმინდა გიორგის რელიქვიები ინახებოდა. წარსულში მონასტერი ტათევის დიოცეზის დაქვემდებარებაში იყო და XIII საუკუნის ისტორიკოსი სტეფანოს ორბელიანი და ეპისკოპოსი თოვმა ვანადეცი (1655) მას მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრად მოიხსენიებენ.

1613 წელს მონასტრის ფორტიფიცირებული კედელი განახლდა და მასში თაღიანი გასასვლელი აიგო. შენობის სომხური წარწერა 1989-1992 წლებში მთიანი ყარაბაღის ომის დრის წაიშალა.[7] ტაძარი და მისი სამრეკლო კოშკი 1779 წელს განაახლეს.[8]

საბჭოთა პერიოდში სოფელს გუსულუ უწოდეს, მონასტერი აღარ ფუნქციონირებდა, თუმცა ისტორიული ძეგლის სტატუსი შეუნარჩუნდა.[9] ციცერნავანქის ტაძარი 2001 წლის ოქტომბერში კიდევ ერთხელ განახლეს, რისი ხარჯებიც სომხურმა დიასპორამ გაიღო.[10]

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტრის შიდა ხედი

ტაძრის ადრეული წარწერები არ არის შემორჩენილი. ტაძრის აგებულებად გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ის სამ ეტაპად აიგო. უძველესი ფორმა კვადრატული ფორმის ბაზილიკა უნდა ყოფილიყო, აფსიდთან ერთად. სამხრეთის კედელში გამოჭრილ კარზე დაკვირვებით, მონასტრის აგების პერიოდად V-VI საუკუნეები მიიჩნევა.[11] არსებობს ალტერნატიული თეზისიც, რომლის მიხედვითაც, ტაძარი III საუკუნეშია აგებული და წინაქრისტიანულ სალოცავს წარმოადგენდა.[12] მეორე ეტაპის დროს უფანჯრო აფსიდა დაამატეს (აშენებული იყო კვადრატული ინტერიერის აღმოსავლეთ ბოლოში) და გარე კედლების ზედა ნაწილები აშენდა. ეს ეტაპი VI საუკუნეს მოიცავს. მშენებლობის მესამე ეტაპზე ხის კონსტრუქციები ქვის ბოძებითა და თაღებით ჩაანაცვლეს. ეს VI საუკუნის ბოლოსა და X საუკუნის დასაწყისამდე უნდა მომხდარიყო.[13]

მონასტერი მიიჩნევა აღმოსავლური ბაზილიკის ადგილობრივ სომხურ მაგალითად.[14] როგორც V-VI საუკუნეებში აგებული სხვა ბაზილიკები, განძასარის მონასტერიც სამნავიანი ბაზილიკაა.[15] მისი ცენტრალური ნავი გვერდით ნავებზე ოდნავ მაღალია და მათგან სვეტების ორი რიგითაა გამოყოფილი. ტაძრის გეგმა სომხეთის სხვა რეგიონების ტაძრების მსგავსია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Kouymjian, Dickran. Index of Armenian Art: Armenian Architecture - Tsitsernavank. Armenian Studies Program. California State University, Fresno. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 28, 2013. ციტირების თარიღი: ნოემბერი 7, 2019.
  2. Turner, Jane (ed.). The Dictionary of Art. New York: Oxford University Press, USA, 2003, p. 425. ISBN 0-19-517068-7.
  3. Paolo Cuneo, "La basilique de Tsitsernavank dans le Karabagh," Revue des Études Arméniennes 4 (1967), pp. 203—216
  4. Tom Sinclair. Architecture:Armenian Monasteries // Encyclopedia of Monasticism / Associate Editors John W. Barker Gail Geiger Richard Lansing. — Routledge, 2013. — P. 54
  5. (1989) „Tzitzernavank“, Documents of Armenian Architecture/Documenti di Architettura Armena Series, OEMME Edizioni, Polytechnique and the Armenian National Academy of Sciences. 
  6. Hewsen, Robert H. (2001). Armenia: A Historical Atlas. Chicago: University of Chicago Press, გვ. 100–104, 121–123. 
  7. Karapetian, Samvel. Armenian Cultural Monuments in the Region of Karabagh. Yerevan: Gitutiun Publishing House, 2001, p. 145.
  8. Hasratyan, Murad M. Tsitsernavank. Yerevan: Vneshtorgizdat, 1990, p. 5.
  9. Karapetian. Armenian Cultural Monuments, p. 137.
  10. (რუსული) В Цицернаванке праздновали день Святого Георгия Победоносца, Kavkaz.Memo.Ru, 29/9/2003.
  11. Donabedian, Patrick and Jean-Michel Thierry, Armenian Art. New York: H.N. Abrams in association with Prelacy of the Armenian Apostolic Church of America-Catholicosate of Cilicia, 1989, p. 509.
  12. Hasratyan. Tsitsernavank, pp. 5-6.
  13. Donabedian and Thierry. Armenian Art, p. 509.
  14. Thais.it - Architettura Armena. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-28. ციტირების თარიღი: 2019-11-07.
  15. Orthodox encyclopedia, ed. by the Patriarch of Moscow and all Russia Alexius II, article "Armenia"