მერცხლისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg მერცხალი“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მერცხალი (მრავალმნიშვნელოვანი).
მერცხლისებრნი
Tachycineta bicolor
Tachycineta bicolor
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ბეღურასნაირნი
ოჯახი: მერცხლისებრნი
ლათინური სახელი
Hirundinidae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მერცხლისებრნი (Hirundinidae), ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 10-23 სმ აღწევს. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, არქტიკისა და ანტარქტიკის გარდა. ცნობილია 79 სახეობა. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ბინადრობს 7 სახეობა, რომლებიც ზამთრობენ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. საქართველოში მობუდარი გადამფრენია: ქალაქის მერცხალი (Delichon urbica), სოფლის მერცხალი (Hirundo rustica), მენაპირე მერცხალი (Riparia riparia), მთის მერცხალი (Ptyonoprogne rupestris), წელწითურა მერცხალი (Hirundo daurica). მერცხლისებრთა ბუდეს ნახევრად სფეროსებური ან ბრტყელი მათარის ფორმა აქვს. ზოგი მდინარისპირა ციცაბო თიხნარ ნაპირებში თხრის სოროს, ზოგი კი ხის ფუღუროში ბუდობს. ხშირად ქმნიან კოლონიებს. მერცხლისებრნი იკვებებიან მწერებით, რომლებსაც ჰაერში იჭერენ. მხოლოდ 1 სახეობა ჭამს ღვიის კენკრას.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • რ. ჟორდანია, ქსე, ტ. 6, გვ. 596, თბ., 1983