განხილვა:ჩესკე-ბუდეიოვიცე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია შექმნილია „ჩეხეთის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

სტატიაში ჩავასწორე მცირე შეცდომები. როგორც ჩანს სტატია ნათარგმნია არა პირველწყაროდან (ჩეხურიდან) არამედ რუსული ვიკიპედიიდან, რის გამოც პატარა შეცდომებია გაპარული...Beqa Ninikuri განხილვაწვლილი

მე რუსულიდან არასოდეს ვთარგმნი! ინგლისურიდანაა ნათარგმნი :) ამის აღნიშვნაც არაა საჭირო განხილვის გვერდზე. ნახავს შემმოწმებელი და ადეკვატურობის შემთხვევაში, დაამოწმებს :) — Mikheil მიწერა 20:05, 19 ოქტომბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

@Beqa Ninikuri: თქვენ წერთ: მდებარეობს მდინარე ვლტავის ტაფობზე... ორი სიტყვით შეგიძლიათ დაახასიათოთ ტაფობი გეომორფოლოგიაში ? აზრობრივად, წინანდელ ვერსიაზე როგორც იყო — მდებარეობს მდინარე ვლტავის ხეობის ცენტრალურ ნაწილში — ის არის სწორი. მეორე საკითხია ის, რომ მდინარე ვლტავის აუზშია ჩესკე-ბუდეიოვიცეს ქვაბული, რომელიც ტექტონიკურ გრაბენს წარმოადგენს. შესაბამისად, ვლტავის ტაფობი საერთოდ გაუგებარია რას ნიშნავს. ანუ უნდა იყოს ჩესკე-ბუდეიოვიცე მდებარეობს მდინარე ვლტავის ხეობის ცენტრალურ ნაწილში, მდინარეების ვლტავისა და მალშეს შეერთების ადგილზე, ჩესკე-ბუდეიოვიცეს ქვაბულის ფარგლებში, ზღვის დონიდან 381 მ სიმაღლეზე და ა.შ.. განსახილველი ამჟამინდელი ვერსიაა ვიდრე წინანდელი. - OTOGI Messages 13:00, 21 ოქტომბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: ტაფობი_დაცემული, ჩავარდნილი ადგილი (მთებს შორის). იხილეთ: http://translate.voov.me/Words/%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98?isDef=True ქვაბულიც შეიძლება ითქვას, რადგან ქვაბული შეიძლება იყოს როგორც წაგრძელებული ასევე ჯამისებრი, მაგრამ სიტყვა ხეობა აქ ნამდვილად უადგილოა. Beqa Ninikuri განხილვაწვლილი

@Beqa Ninikuri: რას ნიშნავს ვლტავის ტაფობი ? არსებობს ჩესკე-ბუდეიოვიცეს ქვაბული. თქვენ წერთ დაცემული, ჩავარდნილი ადგილი (მთებს შორის). მაგ. აქ, აქ ან აქ თქვენ ხედავთ მთებს ?. ქალაქი ზღვის დონიდან 381 მეტრზეა გაშენებული, რომელ მთებზეა საუბარი ?. ტაფობი დედამიწის ზედაპირის ჩაკეტილი დადაბლებაა, ხშირად წყლით ამოვსებული, ხოლო ქვაბული შეიძლება იყოს როგორც ჩაკეტილი ისე ღია. ამ სტატიაში შემდეგი ხდება, როგორც ჩანს მდინარე ვლტავის ნაპირები საქალაქო ლანდშაფტითაა დაკავებული, მაშინ ჩავწეროთ ასე: ჩესკე-ბუდეიოვიცე მდებარეობს მდინარე ვლტავის ნაპირებზე, მდინარეების ვლტავისა და მალშეს შეერთების ადგილზე, ჩესკე-ბუდეიოვიცეს ქვაბულის ფარგლებში, ზღვის დონიდან 381 მ სიმაღლეზე და ა.შ.. ტაფობი ამოსაღებია. - OTOGI Messages 12:17, 24 ოქტომბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

შევცვალე ტექსტი. - OTOGI Messages 14:38, 18 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

მაინც დარჩა ... არა და dě წარმოითქმის როგორც ძე (რბილი ძ, რუსლული дь-ს მსგავსი). ბუძეიოვიცე და არა ბუდეიოვიცე... Beqa Ninikuri განხილვაწვლილი