ყორნისკლდე
ყორნისკლდე | |
---|---|
კოორდინატები: 42°37′58″ ჩ. გ. 44°55′30″ ა. გ. / 42.63278° ჩ. გ. 44.92500° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2933 მ |
ქედი | კავკასიონი |
ამგებელი ქანები | ასპიდური და თიხიანი ფიქალი, წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვა, კვარცისა და დიაბაზის დაიკი |
ასაკი | ქვედაიურული |
ყორნისკლდე[1][2], საყორნის კლდე[1], საყორნისკლდე[2] — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების არხოტისწყლისა და წყაროსთავის (ასის სათავეები) წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2933 მ. აგებულია ქვედაიურული ასპიდური და თიხიანი ფიქლებით, წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით, კვარცისა და დიაბაზის დაიკებით. ყორნისკლდის დასავლეთ კალთა ციცაბოა. შემოსილია ალპური ბალახეულით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 659.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 189.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 114.