ისრაელის დემოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისრაელის მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდა

ისრაელის დემოგრაფია ისრაელის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს მიერ კონტროლდება და ქვეყნის მოსახლეობასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან ერთად, ქვეყნის დემოგრაფია მნიშვნელოვნად შეიცვალა. თავდაპირველად ისრაელი ჩამოყალიბდა, როგორც ებრაელი ხალხის სამშობლო, რასაც მთელი მსოფლიოდან ებრაელთა რეპატრიაცია მოჰყვა.

2023 წლის მარტისთვის ისრაელის მოსახლეობა დაახლოებით 9.73 მილიონ ადამიანს შეადგენს. ებრაელები მოსახლეობის უმრავლესობას, 73.5%-ს შეადგენენ (დაახლოებით 7.145 მილიონი ადამიანი). არაბები მოსახლეობის 21%-ს (დაახლოებით 2.048 მილიონი ადამიანი) შეადგენენ. დარჩენილი მოსახლეობა (5.5%) კლასიფიცირდება როგორ „სხვები“. ეს ჯგუფი მოიცავს ებრაული წარმოშობის ადამიანებს, რომლებიც რელიგიური კანონის მიხედვით, ებრაელებად არ ითვლეებიან, ებრაელი მიგრანტების არაებრაელ ოჯახის წევრებს, ქრისტიან არაარაბებს, მუსლიმ არაარაბებს და გამორჩეული ეთნიკური ან რელიგიური კატეგორიზაციის არმქონე მკვიდრებს.[1] ებრაული და არაბული თემების გარდა ისრაელში მცირე რაოდენობითთ ჩერქეზები, სომხები და დრუზები ცხოვრობენ.

2015 წელს ისრაელის მოსახლეობის წლიური ზრდის მაჩვენებელი 2%-ს გაუტოლდა, რაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საშუალო მაჩვენებელს (დაახლოებით 0.6%) სამჯერ აღემატება.[2] ერთ ქალზე საშუალოდ სამი ბავშვი მოდის და ისრაელს ფერტილურობის უმაღლესი მაჩვენებელი აქვს ეთგოს ქვეყნებს შორის.[3]

განმარტება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისრაელის ტერიტორია რამდენიმენაირად შეიძლება განიმარტოს, რაც კომპლექსური და გადაუჭრელი პოლიტიკური სიტუაციის შედეგია. მაგალითად, ისრაელის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს განსზღვრებით, ისრაელის ტერიტორია მოიცავს ანექსირებული აღმოსავლეთ იერუსალიმისა და გოლანის მაღლობების ტერიტორიასაც, მაგრამ არ მოიცავს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს, რომელივ ისრაელის სამხედრო კონტროლქვეშაა. ამასთან, სტატისტიკის ცენტრალური ბიურო ისრაელის მოსახლეობას მიაკუთვნებს დასავლეთ ნაპირის C ტერიტორიაზე მცხოვრებ ისრაელელებს და აღმოსავლეთ იერუსალიმსა და C ტერიტორიაზე მცხოვრებ მუსლიმ მკვიდრებს, რომელთაც ისრაელში ბინადრობის ნებართვა ან ისრაელის მოქალაქეობა აქვთ.

ისრაელისა და მიმდებარე ტერიტორიების დემოგრაფიული და გეოგრაფიული ინფორმაცია
რეგიონი სტატუსი ისრაელელი მოსახლეობა პალესტინელი მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობა ტერიტორია (კმ²)
მწვანე ხაზი ტერიტორია ეკუთვნის ისრაელს 1949 წლის დროებითი ზავის (როდოსის ხელშეკრულება) მიხედვით[4] 6,819,000[4] 6,819,000 20,582[4]
აღმოსავლეთი იერუსალიმი ანექსირებულია ისრაელის მიერ[5][6][7] 455,000[8] 225,000[9] 680,000 336[10]
გოლანის მაღლობები ანექსირებულია ისრაელის მიერ[5][6][7][11] 42,000 42,000 1,154
ბარიერული ზონა ოკუპირებულია[12] 188,000[12] 35,000[12] 223,000 200[10]
სხვა ტერიტორიები (ტერიტორია C) ისრაელის კონტროლის ქვეშაა[13] 37,000[13] 150,000[13] 187,000 3,378[13]
A და B ტერიტორია პალესტინის კონტროლის ქვეშაა[13] 2,514,845[12] 2,514,845 2,808[13]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისრაელის მოსახლეობა 9 812 000 ადამიანს შეადგენს.[14] მათ შორის: 200 000 ისრაელელესა და 250 000 არაბს აღმოსავლეთ იერუსალიმიდან, 421 400 ებრაელს დასავლეთ ნაპირიდან და 42 000-მდე ებრაელს გოლანის მაღლობებიდან (2007 წლის მონაცემებით). მონაცემებში არ არის გათვალისწინებული დასავლეთ ნაპირისა და ღაზის სექტორის არაბი მოსახლეობა. ასევე არ მოიცავს ქვეყანასი მცხოვრებ 222 000 უცხოელს.[15]

სიმჭიდროვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ისრაელში 1950 წლიდან

2018 წლის მონაცემებით გეოგრაფიული განაწილება შემდეგნაირად გამოიყურება: ცენტრალური რაიონი ― 24.5% (2,196,100); თელ-ავივის რაიონი ― 15.9% (1,427,200); ჩრდილოეთი რაიონი ― 16.2% (1,448,100); სამხრეთი რაიონი ― 14.5% (1,302,000); ჰაიფის რაიონი ― 11.5% (1,032,800); იერუსალიმის რაიონი ― 12.6% (1,133,700); იუდეასა და სამარიას რაიონი ― 4.8% (427,800).

მოსახლეობის ზრდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის მონაცემებით, მოსახლეობის ზრდის ტემპი 2%-ს უდრის. 1990-იან წლებში ებრაელი მოსახლეობის ზრდსი ტემპი ყოველწლიურად 3%-ს უტოლდებოდა, რაც ისრაელში მასობრივი იმიგრაციით იყო გამოწვეული, მეტწილად ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან. მოსახლეობის ზრდის მაღალი ტემპია რიგ ებრაულ ჯგუფებში, განსაკუთრებით, ორთოდოქსული იუდაიზმის მიმდევრებს შორის. ისრაელის არაბი მოსახლეობის ზრდის ტემპი 2.2%-ს უდტის, ხოლო ებრაელი მოსახლეობის ზრდის ტემპი 1.8%-ია. 1999 წელს არაბი მოსახლეობის ზრდის ტემპი 3.8%0დან 2013 წლისთვის 2.2%-მდე შემცირდა, ხოლო ებრაელი მოსახლეობის ზრდის ტემპი 2.7%-დან 2005 წელს 1.4%-მდე შემცირდა. 1995 წლიდან ფერტილურობის მაჩვენებლისა და იმიგრაციის ზრდის გამო, ებრაული მოსახლეობის ზრდის ტემპი 1.8%-ს უტოლდება.[16]

შობადობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის მონაცემებით, ისრაელის შობადობის კოეფიციენტი 19.7‰-ს უდრის. ებრაელებს შორის შობადობის კოეფიცენტი 19.1‰-ს ტოლია, მუსლიმებს შორის − 23.4‰-ს, ქრისტიანებს შორის − 13.3‰-ს, დრუზებს შორის − 15.8‰-ს.

სიცოცხლის ხანგრძლივობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის მონაცემებით, ისრაელში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 82.8 წელია: კაცებისთვის 81 წელი, ხოლო ქალებისთვის − 84.7 წელი.[17]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამატებითი საკითხავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Goldscheider, Calvin (2002). Israel's Changing Society: Population, Ethnicity & Development. Westview Press. ISBN 978-0-8133-3917-7. 
  • Tal, Alon (February 2017). „The Land Is Full: Addressing Overpopulation in Israel“. Foreign Affairs. Book review by John Waterbury.
  • Videos of academic lectures posted on the official YouTube VOD (video on demand) channel of Tel Aviv University:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „On Independence Day eve Israel's population tops 9.7m“. Globes (ინგლისური). 2023-04-24. ციტირების თარიღი: 2023-04-24.
  2. Population growth, OECD. OECD (2012). ციტირების თარიღი: 17 February 2014
  3. Society at a Glance 2014 Highlights: ISRAEL, OECD. OECD (2014). ციტირების თარიღი: 19 April 2014
  4. 4.0 4.1 4.2 Figure calculated from other sourced figures in table
  5. 5.0 5.1 BBC News. Regions and territories: The Golan Heights.
  6. 6.0 6.1 United Nations. Security Council Resolutions, 1981.
  7. 7.0 7.1 Council on Foreign Relations. UN Security Council Resolution 497.
  8. Jerusalem Institute for Israel Studies. Jerusalem Statistical Yearbook 2009/10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მარტი 2011. ციტირების თარიღი: 5 October 2010
  9. Middle East Forum (March 2009). „The Politics of Palestinian Demography“. Middle East Quarterly. ციტირების თარიღი: 5 October 2010.
  10. 10.0 10.1 Office for the Coordination of Humanitarian Affairs. Barrier Report July 2009. Calculation based on East Jerusalem area of 346km2 being 97% west of the barrier, and 9.5% of the West bank including East Jerusalem being in the Seam Zone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ოქტომბერი 2009. ციტირების თარიღი: 5 October 2010
  11. Aji, Albert. (26 March 2019) Trump acceptance of Israeli control of Golan sparks protests. Associated Press News. ციტირების თარიღი: 29 March 2019
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 The Separation Barrier – Statistics. B'Tselem (16 July 2012). ციტირების თარიღი: 5 April 2013
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 Office for the Coordination of Humanitarian Affairs. Area C Humanitarian Response Plan Fact Sheet September 2010. Assumes 35,000 Palestinians estimated by B'Tselem to be living in the Seam Zone are included in the 150,000 OCHA estimate.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 5 October 2010
  14. אוכלוסייה.
  15. הודעות לעיתונות დაარქივებული 2011-10-03 საიტზე Wayback Machine. . Cbs.gov.il. Retrieved 8 September 2011.
  16. The Jewish-Arab demographic about-face (10 November 2017).
  17. Life expectancy at birth, total (years) | Data. World Bank. ციტირების თარიღი: 26 August 2018