ქვედა ჩხუტუნეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ქვედა ჩხუტუნეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
თემი მაჭახელა
კოორდინატები 41°30′10″ ჩ. გ. 41°50′15″ ა. გ. / 41.50278° ჩ. გ. 41.83750° ა. გ. / 41.50278; 41.83750
ცენტრის სიმაღლე 500
მოსახლეობა 212[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %, უკრაინელები 0,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქვედა ჩხუტუნეთი — საქართველო
ქვედა ჩხუტუნეთი
ქვედა ჩხუტუნეთი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ქვედა ჩხუტუნეთი
ქვედა ჩხუტუნეთი — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ქვედა ჩხუტუნეთი

ქვედა ჩხუტუნეთი სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელის თემში.[2] მდებარეობს მდინარე მაჭახელისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლეზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 212 კაცი[1].

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 264[3][4]
2014 212[1] 104 108

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის თავში მთების წინწამოწეულ კლდოვან ბორცვზე შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი საწნახელი. ის განთავსებულია ბორცვის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში. ამჟამად დაცულია დასავლეთი კედელი, დანარჩენი მონგრეულია. ჩანს, რომ საწნახელი ორ განყოფილებიანი ყოფილა. მისი საერთო სიგრძე 4,80 მ-ია. სიმაღლე 1,45-1,40 მ. მარანს აქვს თაღოვანი გადახურვა. შიგა სიმაღლე 2,30 მ-ია. მთავარ ნაგებობას ერთვის მარანი. მარანის სამხრეთ კედელს გარედან 1,60 სიმაღლეზე მთელს სიგრძეზე დატანებული აქვს სამი თახჩა, რომელთა სიმაღლე-50 სმ-ია. სიფართე-35 სმ. სიღრმე-60 სმ. კედლების წყობაში გამოყენებულია კარგად დამუშავებული ქვები.[5]

ქვედა ჩხუტუნეთში ასევე მდებარეობს ჩხუტუნეთის ციხე და ჩხუტუნეთის ჩანჩქერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  3. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2012-10-07.
  4. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  5. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-06. ციტირების თარიღი: 2019-10-06.