ქართული სარწმუნოებრივი წარმოდგენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აქ წარმოდგენილია ქართველა ძველ სარწმუნოებრივ წარმოდგენათა სია.

სამყაროს მოწყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართველთა წარმოდგენით სამყარო შედგებოდა რამდენიმე სფეროსგან. ესენი იყო ზესკნელი (მიწა), ქვესკნელი (მიწისქვეშეთი), წინასკნელი (სამყაროს ცენტრი), წინა სამყარო, უკანასკნელი (უკანა სამყარო). ქართულ მითოლოგიას შეესაბამება სამი ფერი - თეთრი, წითელი და შავი. მზე იყო ქალღმერთი ვარსკვლავები კი მისი შვილები.

ჯვარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯვარს ქართველები ოდითგანვე თაყვანს სცემდნენ - ყველა კუთხეში თავისებურად.

  • ანატორისჯვარი[1] - შატილის თემის საერთო სალოცავი. შატილი დუშეთის რაიონია რომელიც თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. ანტორის ჯვრის შესახებ არის ლეგენდა: ერთ კაცს ჯვრისთვის ისარი უსვრია ჯვარს თემი დაუსჯია და 60 მამაკაცი ავადმყოფობით დაუხოცავს.
  • გუდანის ჯვარი - მისი ღვთაება ხევსურეთის სოფელ გუდანში მდებარეობს. მასზე ლოცულობდნენ ხევსურები უფრო კი არაბულები, ჭინჭარაულები და გოგოჭურები. საგვარეულო ლეგენდის თანახმად ხევსურები თვლიდნენ რომ გუდანის ჯვარი ერეკლე მეფის მოძმე იყო და ეცხადებოდა ხოლმე. მეომრები ომში წასვლამდე ამ ღვთაებასთან ლოცულობდნენ და წამდათ რომ გაიმარჯვებდნენ.
  • ხახმატის ჯვარი [2]- ლეგენდის თანახმად ჯვარი სახეცვლილი შეიპარა ქაჯთა სოფელში სხვა ღვთაებებთან ერთად და მძევლად წამოიყვანა სამი ქალი. ამ ღვთაებას ავედრებენ ახალდაქორწინებულების ბედნიერებას და გამრავლებას. ამ კერპის რწმენა კომუნისტური რეჟიმის დროსაც კი არ შერყეულა.
  • ლაშარის ჯვარი-სალოცავი მდებარეობს ფშავში, რომლის დღეობაც იმართება ივლისში, საკულტო ცენტრი მდებარეობდა არაგვის ხეობის ნაწილში. ღვთაება მფარველობდა ავადმყოფებს და წინ მიუძღვოდა ლაშქარს. არსებობს ვერსია რომ ეს სალოცავი არის ლაშა-გიორგის აშენებული და ეს იყო წინა პერიოდი ქრისტიანობის.

წმინდანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომისა[3] - ლეგენდის მიხედვით მან 700 ქართველი ტყვე დაიხსნა და საქართველოსკენ გამოუძღვა. მთიულეთი და ქსნის ხეობა ის ადგილებია სადაც ლომისას ავედრებდნენ ნაყოფიერ მიწას, კეთილდღეობას და ჯანმრთელობას. ლომისას ტაძარი სოფელ მლეთაში მდებარეობს. ლომისა ესეა წარმოდგენილი: ალისფერ ცხენზე ამხედრებული მეომარი რომელიც მათრახით ანადგურებს და წვავს მოწინააღმდეგეს. ლომისას დღესასწული იმართება აღდგომიდან მეშვიდე კვირას.

სამლოცველოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იახსარი [4] - თიანეთი, ფშავ-ხევსურეთი, მთიულეთ-გუდამაყარი და ეწრო-მთიანეთი ეს იმ ადგილების ჩამონათვალია სადაც იახსრის კულტია გავრცელებული. იახსარი იყო ქისტაურთა თემის მთავარი სალოცავი მისი წყალობით დევნიდნენ ბოროტ სულებს.
  • კოპალა [5]- გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოში, მისი სამლოცველო იყო ფშავში სოფელ უძილაურში, დღეობები იმართებოდა შუა ივლისიდან.
  • სახლთანგელოზი - იგი იცავდა ოჯახს. ეთნოგრაფიული მასალის თანახმად სახლთანგელოზი ყველა ოჯახშია და რომელიმე კუთხეში ბინადრობს.
  • სულეთის მკვიდრნი - მსოფლიოს ხალხთა რელიგიურო შეხედულების მიხედვით გარდაცვალების შემდეგ ადამიანი საიქიოში განაგრძობს ცხოვრებას. მიცვალებულის პატივსაცემად იმართება დღესასწაული ლიფანალი, რომელიც მთელი კვირა გრძელდება. ხალხის რწმენით მიცვალებული ამ დღეს საკუთარ სახლს სტუმრობს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-05-23.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-05-23.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-05-23.
  4. http://saunje.ge/index.php?id=371&lang=ka
  5. http://pshavi.ge/culture/kopala.html