ფუკეტის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფუკეტი (მრავალმნიშვნელოვანი).
პროვინცია
ფუკეტის პროვინცია
ภูเก็ต
დროშა გერბი


ไข่มุกอันดามัน สวรรค์เมืองใต้ หาดทรายสีทอง สองวีรสตรี บารมีหลวงพ่อแช่ม
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ადმ. ცენტრი ფხუკეტი
შიდა დაყოფა Mueang Phuket, Kathu და Thalang
კოორდინატები 7°53′24″ ჩ. გ. 98°23′54″ ა. გ. / 7.89000° ჩ. გ. 98.39833° ა. გ. / 7.89000; 98.39833
მმართველი Q60828698?
ფართობი 543 034 კმ²
ოფიციალური ენა ტაი ენა და Southern Thai
მოსახლეობა 360 905 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 664,61 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC+7
სატელეფონო კოდი (+66) 07
საფოსტო ინდექსი 83
ოფიციალური საიტი phuket.go.th
ფუკეტის პროვინცია — ტაილანდი
ფუკეტის პროვინცია

ფუკეტის პროვინცია[1] (ტაი. ภูเก็ต) — ტაილანდის პროვინცია. ესაზღვრება ფხანგნგისა და კრაბის პროვინციები, თუმცა პრვინციას არ აქვს სახმელეთო საზღვრები, რადგან იგი მდებარეობს ამავე სახელწოდების კუნძულზე. ქვეყნის მატერიკულ ნაწილთან დაკავშირებულია სამი ხიდით.

მდებარეობს სამხრეთ ტაილანდში, ანდამანის ზღვის სანაპიროზე. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული სინგაპურზე მცირე ზომისაა, ლიდერობს ქვეყნის უდიდესი კუნძულების სიაში. ფუკეტის აღორძინება, რომელსაც დიდი ისტორია აქვს, დაფუძნებული იყო კუნძულზე კალისა და კაუჩუკის მოპოვებაზე. იმის გამი, რომ კუნძული მდებარეობდა ინდოეთისა და ჩინეთის ერთ-ერთ ცენტრალურ სავაჭრო გზაზე, იგი ყოველთვის აღნიშნული იყო პორტუგალიელი, ფრანგი, ინგლისელი და ნიდერლანდელი ვაჭრების საზღვაო ჟურნალებში. 2004 წელს ქალაქი და მისი მიმდებარე ტერიტორიები მნიშვნელოვნად დააზრალა ინდოეთის ოკეანეში მომხდარი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამმა. ქვეყანაში სულ დაიღუპა 4000 ადამიანი, ხოლო ფუკეტში 250, რომელთა შორისაც იყვნენ უცხოელი ტურისტებიც. პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა ფუკეტის პლიაჟები, თუმცა 2005 წლის თებერვლისათვის სასტუმროების ძირითადი ნაწილი აღდგენილი იყო.

დღესდღეობით კუნძულზე განვითარებულია ტურიზმი, რადგან ტურისტებს შორის პოპულარულია, როგორც საზღვაო კურორტი.

პროვინცია ადმინისტრაციულად დაყოფილია სამ რაიონად, რომლებიც თავის მხრივ 17 სასოფლო დასახლებად იყოფა, რომელთა შემადგენლობაშიც შედის 103 სოფელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989, გვ. 184