ფოთის აეროპორტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფოთის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი

ფოთის აეროპორტი — აეროპორტი საქართველოში, საზღვაოსნო ქალაქ ფოთის აღმოსავლეთით. ქალაქისაგან გამოყოფილია მდინარე რიონით. აეროპორტის ტერიტორიის სამხრეთით ვრცელი ჭაობია, აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან კი იგი მინდვრებითა და ტყითაა შემოსაზღვრული[1][2].

ფოთის აეროპორტს საბჭოთა კავშირისათვის მნიშვნელოვანი სამხედრო სტრატეგიული ფუნქცია ჰქონდა — ფოთიდან შესაძლებელი ხდებოდა არა მარტო საზღვაო, არამედ საჰაერო სივრცის კონტროლი ნატოს წევრ თურქეთსა და ირანზე. 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აეროპორტი დაიხურა, რადგან მისი ფუნქციონირება სახელმწიფოსთვის (საქართველოსთვის) ეკონომიკურად მომგებიანი აღარ იყო.

ფოთის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის გახსნისას განაცხადა ამბიციური მიზნის შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველოში ბიზნესის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა ფოთის აეროპორტის გაფართოება და მისი კავკასიის მასშტაბით უმნიშვნელოვანეს და უდიდეს აეროპორტად ქცევა[3].

ფოთის აეროპორტის გაფართოება ხორციელდება არაბთა გაერთიანებული საამიროების ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც ერთ მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. მომავალ ფოთის საერთაშორისო აეროპორტს, გეგმის მიხედვით, ყველაზე გრძელი ასაფრენი ბილიკი ექნება კავკასიის რეგიონში. მშენებლობის დადებით წინაპირობად სახელდება აეროპორტის ახლოს მეჩხერი და მცირე რაოდენობის მოსახლეობა, ასევე ტოპოგრაფიულად ხელსაყრელი მდებარეობა. აეროპორტთან უკვე დამონტაჟებულია თანამედროვე სარადარო მოწყობილობა. ფოთის მომავალი საერთაშორისო აეროპორტი ძირითადად საქართველოს ტურისტული ცენტრებს, ბათუმს, მესტიასა და ფოთს მოემსახურება[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Poti, Google-Maps /Google-Earth. წაკითხვის თარიღი: 16 მაისი, 2011
  2. Tessa Hofmann: Armenien - Georgien: Zwischen Ararat und Kaukasus. Mundo-Verlag, Leer 1990, ISBN 3-87322-001-6, Poti, S. 339.
  3. N.N.: Poti airport to be largest in Caucasus. New Europe, 7 მარტი, 2011, წაკითხვის თარიღი: 16 მაისი, 2011 (ინგლისური): „The Poti International Airport will be the largest in the Caucasus, Trend quoted Georgian President Mikheil Saakashvili as saying at the opening of the free economic zone. The Poti International Airport will have the largest runway in the Caucasus. We have already established a modern radar system, and this will be the airport for both Batumi and Poti. Major tourist centers such as Mestia, Batumi and Poti will operate at the airport, Saakashvili said. In his speech, he mentioned the country’s modernization plan for 2015, according to which Poti’s population will hit at least 100,000, Batumi’s at least 250,000, and Kutaisi’s 250,000-300,000.“
  4. Mari Imedashvili: UAE investors to reconstruct Poti airport. Georgian Business Week, 12 ოქტომბერი, 2009, წაკითხვის თარიღი: 16 მაისი 2011 (ინგლისური).